„საქართველო-პოლონეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №239 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1213
2014 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველო-პოლონეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №239 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველო-პოლონეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №239 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დამტკიცდეს „საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2007 წლის 5 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად შექმნილი საქართველო-პოლონეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის (შემდგომში – კომისია) საქართველოს მხარე შემდეგი შემადგენლობით:
| მიხეილ ჯანელიძე | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე; |
| გენადი არველაძე
| - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; |
| დავით ჯალაღანია | - | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; |
| ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი | - | პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; |
| მარიამ ვალიშვილი | - | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; |
| ილია კვიტაიშვილი | - | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; |
| გიორგი ყაველაშვილი | - | ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოადგილე; |
| გიორგი წაქაძე | - | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი; |
| ხატია წილოსანი | - | საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; |
| გიორგი სიგუა | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი; |
| გიორგი პერტაია | - | სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი; |
| კახა ბაინდურაშვილი | - | საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი; |
| მაკა ხვედელიძე | - | საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; |
| ნათია სულავა | - | საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის უფროსი; |
| არჩილ ყარაულაშვილი | - | ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი; |
| ნინო მატიაშვილი | - | დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი; |
| ანი გობეჩია | - | სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი; |
| გიორგი ციკოლია
| - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
|
| მიხეილ ხმალაძე | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი; |
| ეკა ყუბუსიძე | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ინფოკომუნიკაციების სამმართველოს უფროსი; |
| ეკატერინე დგებუაძე | - | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი; |
| ირინა ჯაფარიძე | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს უფროსი, კომისიის მდივანი.“. |
2. განკარგულება ძალაშია 2014 წლის 30 ივნისიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი