„საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №2068 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№904
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019104
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №2068 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №904

2015 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 ოქტომბრის №2068 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქარ­თვე­ლო­სა და ავსტრიის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მ­თავრობათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავ­რო­ბ­ის 2011 წლის 21 ოქტომბრის №2068 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავ­მ­ჯ­დომარე;

დავით ჯალაღანია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში;

კობა მამულაშვილი

საქართველოს თავდაცვის ატაშე ავსტრიის რესპუბლიკაში და სამხედრო წარმომადგენელი ეუთოში, პოლკოვნიკი;

ნოდარ კერესელიძე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;

მარიამ გაბუნია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვა­ჭ­­­რობისა და საერთაშორისო ეკონო­მი­კუ­რი ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;

ლევან ტაბატაძე

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი;

თორნიკე ნოზაძე

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ირინე დარჩია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი;

გიორგი წაქაძე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის

განვითარებისა

და

რეგიონული

პოლიტიკის

დეპარტამენტის უფროსი;

სოფიო მუჯირი

სსიპ – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილე;

სოფიო კერესელიძე

სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს
მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;

ნინო ჩიქოვანი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორი;

ეკა ყუბუსიძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების დეპარტამენტის ინფოკომუნიკაციების სამმართველოს უფროსი;

ანი ვაშაყმაძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.“

2. განკარგულება ძალაშია 2015 წლის 24 აპრილიდან.

პრემიერ-მინისტრი                                  ირაკლი ღარიბაშვილი