„საქართველოსა და უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №1531 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2318
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020208
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2318

2015 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოსა და უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №1531 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოსა და უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №1531 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2013 წლის 14 მაისის შეთანხმების მე-4 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოსა და უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის საქართველოს მხარე შემდეგი შემადგენლობით:

 

გენადი არველაძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;

ნოდარ კერესელიძე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;

ილია დარჩიაშვილი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე;

ლევან ხარატიშვილი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე;

მარიამ ვალიშვილი

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;

გოჩა ლორთქიფანიძე

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

ზაზა კანდელაკი

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში;

მარიამ გაბუნია

საქართველოს  ეკონომიკისა  და  მდგრადი განვითარების    სამინისტროს    საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;

ნათელა თურნავა

სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;

ნინო გრძელიშვილი

 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;

მაგდა ბოლოთაშვილი

სსიპ –  საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის მოადგილე;

რუსუდან მამაცაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე;

ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი;

ბექა ინჯია

 

სსიპ – საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში;

ეკა ყუბუსიძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ინფოკომუნიკაციების სამმართველოს უფროსი;

ანი ვაშაყმაძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის, ევროპულ საქმეთა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.“.

 

2. განკარგულება ძალაშია 2015 წლის 27 ოქტომბრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                  ირაკლი ღარიბაშვილი