საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2016 წლის 15 სექტემბრის № 2/297 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/336
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/10/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის

ბრძანება №2/336

2016 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2016 წლის 15 სექტემბრის№2/297 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მე-60 მუხლის თანახმად,

ვბრძანებ:

1. „კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2016 წლის 15 სექტემბრის №2/ 297 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების დანართის რიგითი ნომერი 2 – „უშაკოვის აგარაკის“ სახელწოდება შეიცვალოს შემდეგი რედაქციით: „ყოფ. უშაკოვის აგარაკი“ და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

ბ) ბრძანების დანართის რიგითი ნომერი 4 – „პომორსკის აგარაკის“ სახელწოდება შეიცვალოს შემდეგი რედაქციით „ყოფ. პომორსკის აგარაკი“, ხოლო მისამართი შეიცვალოს შემდეგი რედაქციით: „ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ციხისძირი“ და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

გ) ბრძანების დანართის რიგითი ნომერი 5 –  „ლაო ჯინ ჯაოს საცხოვრებელი სახლის“ სახელწოდება შეიცვალოს შემდეგი რედაქციით: „ყოფ. ლაო ჯინ ჯაოს საცხოვრებელი სახლი“, ხოლო მისამართი შეიცვალოს შემდეგი რედაქციით: „ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ჩაქვი“ და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

დ) ბრძანების დანართის რიგითი ნომერი 7 – „ზალენსკის აგარაკის“ სახელწოდება შეიცვალოს შემდეგი რედაქციით: „ყოფ. ზალენსკის აგარაკი“და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

3. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტროს, ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №4).

 

გენერალური დირექტორის

მოვალეობის შემსრულებელი                                                          დ. ლომიტაშვილი

 

   დანართი

 

N

ფოტო

სახელწოდება

ადგილმდებარეობა

სახეობა

თარიღი

2.

IMG_7134

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყოფ. უშაკოვის აგარაკი

 

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტი,

სოფ. ციხისძირი

 

არქიტექტურის

 

XX ს-ის დასაწყისი

4.

IMG_7215

 

 

 

 

 

ყოფ. პომორსკის აგარაკი

 

 

 

 

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტი,

სოფ. ციხისძირი

 

არქიტექტურის

 

XX ს-ის დასაწყისი

5.

IMG_7245

 

 

 

 

 

 

ყოფ. ლაო ჯინ ჯაოს საცხოვრებელი

სახლი

 

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტი,

დაბა ჩაქვი

 

არქიტექტურის

 

XIX ს-ის დასასრული

 

 

 

 

7.

 

 

 

 

IMG_7118

 

 

 

 

 

 

 

 

ყოფ. ზალენსკის აგარაკი

 

 

 

 

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტი,

სოფ. ციხისძირი

 

არქიტექტურის

 

XIX ს-ის დასასრული