სს „ნენსკრა ჰიდროსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2162
2016 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სს „ნენსკრა ჰიდროსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 55 (ორმოცდათხუთმეტი) წლის ვადით, სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით, 1 (ერთი) აშშ დოლარად გადასცეს სს „ნენსკრა ჰიდროს“ (ს/კ: 405112220).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის 2015 წლის 31 აგვისტოს გაფორმებული საიმპლემენტაციო ხელშეკრულების თანახმად, „ნენსკრა ჰესის“ ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად აშენება და ექსპლუატაციაში მიღება.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „ნენსკრა ჰიდროსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „ნენსკრა ჰიდროსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.10.2016.
- როდის იქნა მიღებული „სს „ნენსკრა ჰიდროსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“?
- „სს „ნენსკრა ჰიდროსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ მიღებულია 07.10.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2162. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022387.
- სად არის „სს „ნენსკრა ჰიდროსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.10.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „ნენსკრა ჰიდროსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, №2162, 07.10.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022387 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3417306/