„EXPO 2017“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2178
2016 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„EXPO 2017“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე
2017 წლის 10 ივნისიდან 10 სექტემბრამდე, ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში ეწყობა მსოფლიო გამოფენა - „EXPO 2017“. ამ გამოფენაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობისა და ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისათვის მოსამზადებელ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით:
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ილია ელოშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე;
ქეთევან ბოჭორიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
დავით ლეჟავა - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
მანანა ბერიკაშვილი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე;
დავით ჯალაღანია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
გიორგი პერტაია – სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი;
გიორგი სამანიშვილი - სსიპ - ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე;
ნოდარ კერესელიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;
გიორგი ჩოგოვაძე – სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
2. საქართველოს მხარის გამოფენის სექციის კომისრად დაინიშნოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი.
3. მოწონებულ იქნეს, ერთი მხრივ, სექციის კომისარ ილია ელოშვილსა და , მეორე მხრივ, სს „ეროვნულ კომპანია „ასტანა ექსპო 2017“-ს შორის დასადები ხელშეკრულება.
4. კომისიამ 2 თვეში შეიმუშაოს და წარმოადგინოს:
ა) „EXPO 2017“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მოსამზადებელ ღონისძიებათა გეგმა;
ბ) „EXPO 2017“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის გეგმის თანახმად შედგენილი ხარჯთა ნუსხა.
5. კომისიის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს 2017 წლის 10 სექტემბრამდე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკა შვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „EXPO 2017“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „EXPO 2017“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.10.2016.
- როდის იქნა მიღებული „EXPO 2017“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე?
- „EXPO 2017“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე მიღებულია 07.10.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2178. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022391.
- სად არის „EXPO 2017“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.10.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „EXPO 2017“ მსოფლიო გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის ორგანიზების მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის თაობაზე, №2178, 07.10.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022391 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3417560/