„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 სექტემბრის №1151 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2231
2016 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 სექტემბრის №1151 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 სექტემბრის №1151 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით , გადაცემულ მიწის ნაკვეთებსა და მის მიმდებარედ არსებულ №03.05.22.102 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე 2 (ორი) სათამაშო და 2 (ორი) სავარჯიშო მოედნის მოწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურით (ტრიბუნა (ექვსი ათასი მაყურებლისათვის), გასახდელები, საშხაპეები, სასტუმრო, საერთო საცხოვრებელი სარაგბო აკადემიის მსმენელთათვის) შენობა-ნაგებობების აშენება და აღნაგობის ვადის დასრულების შემდგომ სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემა.“.
2 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირი (ს/კ: №204874911) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირს შორის 2010 წლის 13 სექტემბერს გაფორმებული აღნაგობის უფლების დადგენის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან იმ პირობით, რომ ა(ა)იპ – საქართველოს რაგბის კავშირი უზრუნველყოფს „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 სექტემბრის №1151 განკარგულების მე-2 პუნქტით (ამ განკარგულებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით) გათვალისწინებული პირობის შესრულებას.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 სექტემბრის №1151 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 სექტემბრის №1151 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.10.2016.
- როდის იქნა მიღებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 სექტემბრის №1151 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე?
- „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 სექტემბრის №1151 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე მიღებულია 19.10.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2231. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.022444.
- სად არის „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 სექტემბრის №1151 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.10.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - საქართველოს რაგბის კავშირისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლო აღნაგობის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 სექტემბრის №1151 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ა(ა)იპ - საქართველოს რაგბის კავშირის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე, №2231, 19.10.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022444 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.10.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3425581/