სს„ბათუმის ავტოსადგურის“ განცხადება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „ბათუმის ავტოსადგურის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
გაცნობებთ, რომ 2016 წლის 13 დეკემბერს, დღის 14 საათზე, ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. №1-ში, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე, დირექტორის სამუშაო კაბინეტში, ჩატარდება სააქციო საზოგადოება „ბათუმის ავტოსადგურის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 245415242) აქციონერთა საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. 2015 წლის წლიური ანგარიში საზოგადოების საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის შედეგებთან დაკავშირებით (მომხსენებელი: დირექტორი ზაურ სოლომონიძე, დირექტორის მოადგილე ბადრი სოლომონიძე).
2. სს ,,ბათუმის ავტოსადგურის“ სამელთვალყურეო საბჭოს ანგარიში 2014-2016 წლებში გაწეული მუშაობის შესახებ (მომხსენებელი: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამირან გვარიშვილი).
3. სხვადასხვა.
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.2 მუხლის შესაბამისად, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეგიძლიათ შეამოწმოთ კრებაში თქვენი მონაწილეობის უფლება დამოუკიდებელ რეგისტრატორთან: სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 74ა, მე-7 სართული. ტელ.: (32)2226418) ან მის წარმომადგენლობაში ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. №37, მობ. ტელ.: 5(99)158806).
კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე მაინც შეგიძლიათ წარმოადგინოთ წერილობითი მოთხოვნა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.
განცხადებას თან ერთვის გამოქვეყნებისათვის დაწესებული გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ორიგინალი და გამოსაქვეყნებელი განცხადების ელექტრონული (ვორდის ფორმატი) ვერსია CD-R დისკზე.
სააქციო საზოგადოება ,,ბათუმის ავტოსადგურის“ დირექტორი: ზაურ სოლომონიძე