„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №2838 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2406
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022596
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2406

2016 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №2838 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №2838 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“, მის მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში, უზრუნველყოს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების, კერძოდ, გორის მუნიციპალიტეტის 8 და კასპის მუნიციპალიტეტის 2 სოფლის წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების (ჭაბურღილების, სადაწნეო კოშკების, საქლორატოროების, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანში, ასევე წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის) სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                 გიორგი კვირიკაშვილი