2017 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 24.11.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
ძალის დაკარგვა 01.01.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №202
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.016703
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/11/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თეა წულუკიანი | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- 2021 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.01.2021
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებების დაწესების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 22.02.2001
დოკუმენტის ტექსტი
2017 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№202
2016 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
2017 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორების (ანაზღაურებადი) რაოდენობისა და მათი ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის №80 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
2017 წლისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟიორთა (ანაზღაურებადი) რაოდენობა და ანაზღაურების ოდენობა განისაზღვროს:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები − რაოდენობა 30 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
ბ) „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ − რაოდენობა 5 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
გ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ − რაოდენობა 7 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
დ) „საქართველოს ნოტარიუსთა პალატა“ − რაოდენობა 4 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით;
ე) „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ − რაოდენობა 50 ერთეულით, მათ შორის: 25 ერთეულის ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით, ხოლო 25 ერთეულის ანაზღაურების ოდენობა − თვეში 300 ლარით;
ვ) „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“ − რაოდენობა 15 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარის ოდენობით;
ზ) „საქართველოს ეროვნული არქივი“ − რაოდენობა 15 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარის ოდენობით;
თ) „აღსრულების ეროვნული ბიურო“ − რაოდენობა 60 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარის ოდენობით;
ი) „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ − რაოდენობა 1 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარის ოდენობით;
კ) „სმართ ლოჯიქი“ (SMART LOGIC) − რაოდენობა 8 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 500 ლარით;
ლ) „იუსტიციის სახლი“ − რაოდენობა 55 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 200 ლარით;
მ) „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ − რაოდენობა 5 ერთეულით, ანაზღაურების ოდენობა − თვეში 400 ლარით.
2.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებად სტაჟიორად დანიშნული სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ პროექტ „50 საჯარო მოხელის“ მონაწილეების ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით.
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მიღებულ სტაჟიორთათვის ანაზღაურების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 22 ივლისის №143 ბრძანება.
4.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითეა წულუკიანი