„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტო“-ში არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
010340000.32.061.016201
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №33

2016 წლის 24 ნოემბერი

. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოში" არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვიდამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  2016 წლის 16 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ”  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოში" არსებული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  2016 წლის 16 თებერვლის №10 დადგენილებაში (სსმ, ვებ-გვერდი, 18/02/2016 სარეგისტრაციო კოდი  010340000.32.061.016178) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

დადგენილებით დამტკიცებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და საკონკურსო თემატიკას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ მთავარი მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა:

1.1 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული);

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას);

გ) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან მუშაობის გამოცდილება;

დ) უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნას);

ე) კომპიუტერული საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft OfficeExcel, internet) ცოდნა;

1.2. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (I, III, IV, VI თავები);

დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსი“;

ზ) საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“;

თ) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;

ი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

კ) აფხაზეთის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

ლ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 30 ნოემბრის №39 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო სამმართველოს რეორგანიზაციისა და  მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“  დებულების დამტკიცების შესახებ“..

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                               ახტანგ ყოლბაია