ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.

მიღების თარიღი 28.11.2016
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.115.016207
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/12/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 565 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჩანქსელიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 24.12.2014 თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 12.12.2014 ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 26.09.2014 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 16.01.2015 გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 01.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 2016 წლის 28 ნოემბერი დ. ლენტეხი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების  მე-4 მუხლის  შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის  თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი,  დანართი 1-ის  შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი  დანართი №1 ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის  თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის  თანამდებობის პირების და საჯარო მოხელეების პრემიის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი ( შემდგომ ტექსტში  წესი)  განსაზღვრავს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორგანოებში  საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება პრემია – საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების  ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან /და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის. მუხლი 3🔗. საპრემიო ფონდის ფორმირების პრინციპი 1.  პრემიის გამოყენებისას (გაცემისას) საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა  ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 2. პრემიის  გასაცემი  ხორციელდება  ლენტეხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტიდან. მუხლი 4🔗. პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები  1. პრემია გაიცემა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში აღნიშნული უნდა იყოს გასაგემი პრემიის ოდენობა,  მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან და  ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ  პირზე გაცემული პრემიის შესახებ. 2.  პრემიის მიზანია  ლენტეხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირთა წახალისება და მათი მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. მუხლი 5🔗. პრემიის გაცემის უფლებამოსილება 1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს თანამდებობის პირებზე, კერძოდ: საკრებულოს  თავმჯდომარის მოადგილის, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების, აგრეთვე საკრებულოს აპარატის  უფროსზე პრემიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღების  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 2.  ლენტეხის  მუნიციპალიტეტის   საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის შესახებ  გადაწყვეტილებას იღებს  ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემით. საკითხის ინიციირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის უფროსი ან თვითონ საკრებულოს თავმჯდომარე. 3. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირებზე, კერძოდ:  გამგებლის პირველი მოადგილის, მოადგილეების და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების პრემიის გაცემაზე ინიცირებისა და გადაწყვეტილების მიღების ფლება აქვს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომლის თაობაზეც გამგებელი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს შესაბამის  ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. 4.  ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს  ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი. საკითხის ინიციირებას ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული  ერთეულის ხელმძღვანელი ან თვითონ გამგებელი. გამგებელი აღნიშნულის თაობაზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეზე  პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულო განკარგულების სახით. პრემის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე თანხის გადარიცხვას ახორციელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის  შესაბამისი სამსახური. მუხლი 6🔗. პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა 1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირებზე და საჯარო მოსამსახურეებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს. 2. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორგანოებში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ. 3.  პრემია ასევე შეიძლება გაიცეს  არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, უქმე დღეებთან დაკავშირებით ამ წესით   განსაზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია ,,საჯარო დაწესებულებაში პრემიის ოდენობის განსაზღვრის  წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.