,,საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე” ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 11 ნოემბრის N37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№140
სარეგისტრაციო კოდი
260000000.64.076.016008
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/11/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №140
2016 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი

 

,,საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე” ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 11 ნოემბრის №37 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე” ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და  აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 11 ნოემბრის №37 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 14.11.2016 წ., 260000000.64.076.016006) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის  ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების საფუძველია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2  პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ, სდპ-ის აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილების მინიჭების თხოვნით, არაუგვიანეს 2016 წლის 30 ნოემბრისა, სამსახურისათვის წარდგენილი  განაცხადი.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურის მიერ უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს  წარმოდგენილი განცხადება და გასცეს მისი მიღების ბარათი, რომელიც ადასტურებს განაცხადით წარმოდგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენისა და სამსახურის მიერ  განაცხადის მიღების ფაქტს.   სამსახურისათვის არაუგვიანეს 2016 წლის 30 ნოემბრისა წარდგენილი განაცხადის საფუძველზე, სდპ-ის აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილების მინიჭება ხდება 2016 წლის 31 დეკემბრამდე.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახური უფლებამოსილია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული, კანონით ან ამ ბრძანებით გათვალისწინებული დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია აუდიტორული ფირმისათვის სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების დროებითი უფლებამოსილების მინიჭებისთვის.“;

გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. წარმოების შეჩერების პერიოდში,  წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში პირის მიმართ წარმოება განახლდება.

9. გადაწყვეტილება წარმოების შეჩერების და შეწყვეტის თაობაზე  სამსახურის მიერ ეგზავნება დაინტერესებულ პირს სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.“.

3. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე