„ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №ნ-12 |
|
2023 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას რეესტრში რეგისტრაციის შედეგად მინიჭებული სტატუსის/სარეგისტრაციო ნომრის გამოყენების უფლება აქვს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომ – კანონი) გათვალისწინებული აუდიტორული მომსახურებების განხორციელების დროს და ფარგლებში.“;
ბ) მე-9 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ) პროფესიული ორგანიზაციების წევრების მიერ პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსისა (IESBA Code) და ხარისხის მართვის სისტემის მიმართ მოთხოვნების შესრულებას, პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენას და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესებას;“;
გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. სამსახური უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული ორგანიზაციის კანონისა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი. უარყოფითი შედეგების გამოვლენისას, სამსახურის უფროსის მიერ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ინფორმაცია 2 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება სამსახურის ვებგვერდზე და ეგზავნება შესაბამის პროფესიულ ორგანიზაციასა და მის წევრ აუდიტორებს.“.
2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები (აისახება სამსახურის მიერ, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში);“.
3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგის შედეგები (აისახება სამსახურის მიერ, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში);“.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 15 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|