„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.148.016350
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44

2016 წლის 9 დეკემბერი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  2 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა)“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2  პუნქტების, 86-ე მუხლის 23-ე პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის  და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge  08/08/2014, 010250040.35.148.016198) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  ა) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 81-ე მუხლს 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

  ბ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 81-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  11-ლი პუნქტი:

„11. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯმდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია –  საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება.“;

 გ) დადგენილებით დამტკიცებული  რეგლამენტის 1181 მუხლი ამოღებულ იქნეს;

დ) დადგენილებთ დამტკიცებული რეგლამენტის 1183 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1183. პეტიცია

1. პეტიცია წარმოადგენს საკრებულოსთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა წერილობით ან ელექტრონულ მიმართვას, რომლის წარდგენის, გამოქვეყნების და განხილვის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი დებულებებით.

2. საკრებულოს აპარატში პეტიციის განხილვის თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერას.

3.  საკრებულოს  აპარატის  მიერ  გაცემულ  თითოეულ  ბლანკზე  მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის (მომხსენებლის/მომხსენებლების) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი (პირადობის მოწმობის მიხედვით), ხელმოწერით დადასტურების თარიღი და ხელმოწერა და  შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია.

4. საკრებულოს აპარატის მიერ გაცემული ბლანკი დამოწმებული უნდა იყოს აპარატის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ და თითოეულ ბლანკზე შესაძლებელია არაუმეტეს 50 ხელმოწერის განხორციელება.

5. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოში შესაბამისი ოდენობის ხელმოწერათა წარდგენის შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი რეგისტრაციაში ატარებს პეტიციას და 7 კალენდარული დღის ვადაში, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ამოწმებს წარდგენილი სიის 20%-ის ნამდვილობას.

6. ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ:

ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი;

ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

გ)   მითითებული   არ   არის   ან   არასრულად   არის   მითითებული   რეგისტრაციის   ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები);

დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამ კანონით განსაზღვრულ ამომრჩეველთა სიის შედგენის ვადას;

ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა;

ვ) ამომრჩეველთა სიაში შეყვანილია სხვა დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი;

ზ) ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით;

თ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;

ი) ხელმოწერა შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება ამომრჩეველთა სიის დადგენილ და დამოწმებულ ფორმას.“.

ე) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 1184-11811 მუხლები ამოღებულ იქნეს.

ვ) დადგენილებით დამტკიცებული  რეგლამენტის XVII1 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XVII1. დასახლების შექმნისა და გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებისა და შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წესები

მუხლი 1361.

დასახლების შექმნისა და გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებისა და შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წესები განისაზღვრება „დასახლების შექმნისა და გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებისა და შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთვრობის 2016 წლის 1 ივლისის №307 დადგენილებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი