საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა კომისიაში ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე ამავე კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულებისა და კოდექსში მითითებული ვადების დაცვის მდგომარეობა.

საანგარიშო პერიოდად აღებულია 2015 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდი.

საანგარიშო პერიოდში კომისიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა სულ 80 (ოთხმოცი) წერილობითი მოთხოვნა, აქედან სრულად დაკმაყოფილდა 73, ნაწილობრივ – 6 და განუხილველი დარჩა – 1. ნაწილობრივ დაკმაყოფილება გამოწვეული იყო მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში არარსებობით, კონფიდენციალურობით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობით, ხოლო განუხილველად დატოვება – განცხადებაზე ხარვეზის დადგენითა და მოთხოვნის დაუზუსტებლობით.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის

3 იანვრის №3 ბრძანების შესაბამისად, კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დირექტორი ელეონორა ლაგვილავა. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი აწარმოებდა როგორც კომისიის ელექტრონული ფოსტით (publicinfo@gnerc.org), ასევე კანცელარიით საჯარო ინფორმაციის გაცემის ან განმარტების მოთხოვნის თაობაზე შემოსული წერილების რეესტრს.

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით კომისიაში შემოსული 80 (ოთხმოცი) კორესპონდენციიდან მოთხოვნილი იყო:

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ 02.12.2015წ. №9900/01 წერილით – ინფორმაცია შპს „საჭაშნიკესა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის არსებული სადავო საკითხის (აღრიცხვის კვანძის მოწყობასთან დაკავშირებით) კომისიის მიერ განხილვის შესახებ

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

02.12.2015წ. №9899/01 წერილით – ქ. თბილისში, ქერჩის ქუჩის №12-ში მცხოვრებთა კოლექტიურ განცხადებაში აღნიშნული ელექტროენერგიის დავალიანების ხანდაზმულობის საკითხის კომისიის მიერ განხილვის შესახებ, ამ საქმესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის მიერ 21.04.2016წ. №4163/01 წერილით – მოქალაქე გიორგი ედიშერაშვილსა და სს „თელასს" შორის არსებულ საკითხზე კომისიაში არსებული მასალები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 10.12.2015წ. №10279/01 წერილით – ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელ სადისტრიბუციო კომპანიას აქვს უფლება ბუნებრივი აირის გარე კვებისა და აღრიცხვიანობის კვანძის მოწყობის თაობაზე სამეგრელო-ზემო სვანეთში, კონკრეტულად ქ. ფოთში

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ 10.12.2015წ. №10285/01 წერილით – ინფორმაცია კომისიის აპარატში დასაქმებულთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს შესახებ, თითოეული თანამშრომლის თანამდებობის მითითებით

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უარი ეთქვა დასაქმებულთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს შესახებ ინფორმაციის გაცემაზე, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე და 44-ე მუხლების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის“ თანახმად, განემარტა, რომ კომისიაში დასაქმებული პირები (გარდა კომისიის წევრებისა და კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისა) არ წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს, მათი პერსონალური მონაცემები დაცულია როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლით, ასევე დასაქმებულებთან გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებებით, რის გამოც კომისია შეზღუდულია კანონის ნორმით, დასაქმებულთა წერილობითი თანხმობის გარეშე გასცეს მოთხოვნილი ინფორმაცია)

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ 28.03.2016წ. №3159/01 წერილით – 1999-2000 წლებში სს „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციისა“ და სს „საქგაზის“ მიერ მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისა და მიწოდებისათვის დადგენილი ტარიფების შესახებ; სემეკის შესაბამისი მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების დამოწმებული ასლები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ

06.04.2016წ. №3564/01 წერილით – სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „გასკო +“-ის, შპს „ვარკეთილაირის“ მიერ შესყიდული ბუნებრივი გაზის ღირებულების, განაწილების ტარიფების, რეგულირებულ სექტორში სამომხმარებლო ტარიფებისა და მათ მიერ რეალიზებული ბუნებრივი გაზის მოცულობების (კატეგორიების მიხედვით) შესახებ, ასევე ამ კომპანიების მიერ სოციალური გაზის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების ასლები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

21.04.2016წ. №4148/01 წერილით – მოქალაქე ე. სულხანიშვილის განცხადებაში მითითებული საკითხების შესახებ ახსნა-განმარტება

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის მიერ 07.11.2016წ. №11267/01 წერილით – ინფორმაცია სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ „ლაჯანურის“, „შაორის“, „რიონის“ და „გუმათი 1“ ჰესების დადგმული სიმძლავრის გაზრდასთან დაკავშირებით

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მიერ 31.05.2016წ. №5584/01 წერილით – შპს „ბათუმის წყლის“ ცალკეული თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიების ჩატარების მიზნით ინფორმაცია კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების მიერ 11.11.2016წ.

№11454/01 წერილით – მოქმედი ელექტროდანადგარების მოწყობის სქემები (РУЭ) და კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილება

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ 10.12.2015წ. №10280/01 წერილით – ინფორმაცია კომისიის გადაწყვეტილებით ბოლო პერიოდის განმავლობაში გაცემული ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და განაწილების ლიცენზიების ღირებულებების (ფასის) შესახებ

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 24.10.2016წ. №10732/01 წერილით – 2015 წლის წლიური მონაცემების შესახებ: ბაზარზე არსებული ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანიების ჩამონათვალი, მომსახურებიდან თითოეულის პროცენტული წილი და ტარიფები ქალაქების (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი, თელავი, ზუგდიდი) მიხედვით

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტის ენერგეტიკისა და გარემოს კვლევითი ცენტრის მიერ 10.11.2016წ. №11432/01 წერილით – ელექტროენერგიის აბონენტთა რაოდენობა და მათი ყოველთვიური ელექტროენერგიის მოხმარების სტატისტიკა, სხვადასხვა მომხმარებლის კატეგორიების მიხედვით: <101 კვტ.სთ; 101-301 კვტ.სთ; 301<კვტ.სთ; 220/380 ვოლტი (კომერციული მომხმარებელი)

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ

11.11.2016წ. №11451/01 წერილით – კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ნორმატიული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კომისიაში 2016 წლის 7 ნოემბერს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სატარიფო განაცხადი, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

11.11.2016წ. №11452/01 წერილით – კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ნორმატიული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კომისიაში 2016 წლის 7 ნოემბერს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყლისა“ და შპს „რუსთავის წყლის“ სატარიფო განაცხადები, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

11.11.2016წ. №11453/01 წერილით – კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ნორმატიული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კომისიაში 2016 წლის 3 ნოემბერს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით სს „თელასის“ სატარიფო განაცხადი, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ 06.06.2016წ. №5807/01 წერილით – ინფორმაცია, თუ ვინ წარმოადგენს განაწილების ლიცენზიატს იმერეთის რეგიონში (ზესტაფონში), ვინ ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდებას აბონენტებისთვის და შესაძლებელია თუ არა ბუნებრივი გაზის მიწოდება განახორციელოს სხვა კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, გარდა განაწილების ლიცენზიატისა

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

ლიცენზიებისა და ნებართვების მფლობელი პირების მიერ:

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ

02.12.2015წ. №9910/01 წერილით – „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომისიის 205 წლის 27 ნოემბრის დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით კომისიის

2015 წლის 27 ნოემბრის სხდომის ოქმი, განმარტებითი ბარათი და ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის ასლი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

09.06.2016წ. №5969/01 წერილით – კომისიის 2016 წლის 3 მაისის, 11 მაისისა და 19 მაისის სხდომების ოქმებიდან ამონარიდები შპს „სტარ არ ჯის“, ე. ნიკოლაიშვილს, ს. ნაკაშიძეს, ე. დანელიას, მ. მაჭავარიანს, ზ. სარიშვილს, ი. ძნელაძეს, ნ. ვაჩეიშვილს, ე. ბენდელიანს, შპს „ხვამლი 94“-სა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის არსებულ დავებზე

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

16.08.2016წ. №8310/01 წერილით – მოქალაქე ა. ნოზაძესა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის არსებულ დავაზე კომისიის 2016 წლის 7 ივლისის საჯარო სხდომის ოქმიდან ამონარიდი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

19.08.2016წ. №8424/01 წერილით – მოქალაქე ა. გიორგობიანსა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შორის არსებულ დავაზე კომისიის 2016 წლის 7 ივლისის საჯარო სხდომის ოქმიდან ამონარიდი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

28.09.2016წ. №9796/01 წერილით – „ქსელის წესების“ ცალკეული მოთხოვნის გადავადების თაობაზე სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ კომისიის 2015 წლის 1 ოქტომბრის №54/51 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ კომისიის 2016 წლის 22 სექტემბრის საჯარო სხდომის ოქმიდან ამონარიდი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის

მიერ 16.03.2016წ. №2742/01 წერილით – 2015 წლის 28 დეკემბრის სემეკის დადგენილების განმარტებითი ბარათი – სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 2016 წლის ტარიფის საოპერაციო ხარჯებში სახელფასო ფონდის გაზრდასთან დაკავშირებით

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ 06.10.2016წ. №10125/01 წერილით – „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 17 აპრილის №10 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ კომისიის 2016 წლის 22 სექტემბრის საჯარო სხდომის ოქმიდან ამონარიდი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ

01.02.2016წ. №1096/01 წერილით – კომისიის 2015 წლის 25 დეკემბრის №42 და №43 დადგენილებების განმარტებითი ბარათები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

19.07.2016წ. №7352/01 წერილით – მოქალაქე გ. შეშაბერიძესა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის არსებული დავის მორიგებით დასრულების შესახებ კომისიის 2016 წლის 24 მაისის საჯარო სხდომის ოქმიდან ამონარიდი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

11.11.2016წ. №11437/01 წერილით – 2017 წლის სატარიფო და ან გარანტირებული სიმძლავრის საფასურის განცხადებები იმ თანდართული მასალებით, რომლებიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, არ არის კონფიდენციალურ ინფორმაციად ცნობილი, შემდეგ კომპანიებთან მიმართებაში: სს „ენერგო-პრო ჯორჯია“, სს „თელასი“, შპს „მტკვარი ენერჯი“ (მე-9 ბლოკი), საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია (თბილსრესის №3, №4 ბლოკები), შპს „გარდაბნის თბოსადგური“, შპს „ჯი-ფაუერი“, შპს „ვარდნილჰესების კასკადი“, შპს „ენგურჰესი“

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

შპს „რუსთავის წყლის“ მიერ

03.12.2015წ. №9965/01 წერილით – შპს „რუსთავის წყლისთვის“ წყალმომარაგების ზღვრული ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით კომისიის 2015 წლის 26 ნოემბრის №31 დადგენილების შესახებ განმარტებითი ბარათი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

07.12.2015წ. №10126/01 წერილით – კომისიის 2011 წლის 26 ოქტომბრის №18 დადგენილების შესახებ განმარტებითი ბარათი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

სს „ზაჰესის“ მიერ

29.12.2015წ. №11218/01 წერილით – კომისიის 2015 წლის 25 დეკემბრის სხდომის ოქმი,

„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (სს „ზაჰესისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის თაობაზე) კომისიის დადგენილების თაობაზე განმარტებითი ბარათი და ტარიფის გაანგარიშებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტის ასლი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

სს „თელასის“ მიერ

27.05.2016წ. №5476/01 წერილით – შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა“ და სს „თელასს“ შორის არსებული დავის შესახებ კომისიის 2016 წლის 3 მაისის სხდომის ოქმიდან ამონარიდი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

21.06.2016წ. №6408/01 წერილით – სს „თელასსა“ და შპს „ჭიათურმანგანუმჯორჯიას“ შორის არსებულ დავაზე კომისიის 2016 წლის 5 მაისის სხდომის ოქმიდან ამონარიდი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

09.09.2016წ. №9085/01 წერილით – ქ. თბილისში, აბაშიძის ქუჩის №10-ში მდებარე 35/6 კვ ძაბვის ქვესადგურზე მიერთებული სს „თელასის“ აბონენტებისათვის ელექტროენერგიით უწყვეტად მიწოდების უზრუნველყოფის საკითხზე კომისიის 2016 წლის 2 სექტემბრის სხდომის ოქმიდან ამონარიდი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

14.09.2016წ. №9270/01 წერილით – „მომსახურების კომერციული ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით კომისიის სხდომების ოქმებიდან ამონარიდები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ

30.12.2015წ. №11343/01 წერილით – ინფორმაცია სარეზერვო სიმძლავრის ტარიფის დეტალური გაანგარიშების შესახებ

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

07.03.2016წ. №1442/01 წერილით – შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2015 წლის 29 ოქტომბერს მიიღო №30 დადგენილება „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“; ასევე ყველა სხვა დოკუმენტი და ინფორმაცია, რომელიც გახდა კომისიის მიერ ზემოაღნიშნული ტარიფის დადგენის საფუძველი; შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ ტარიფიკაციის დათვლის დეტალური ინფორმაცია (გაანგარიშება)

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

სს „საქორგგაზის“ მიერ 03.06.2016წ. №5735/01 წერილით – კომისიის 2016 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული სხდომების ოქმებიდან ამონარიდები და ადმინისტრაციული წარმოების მასალები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

შპს „ენერგეტიკოსის“ მიერ 15.12.2015წ. №10539/01 და №10540/01 წერილებით – კომისიის მიერ 2000 წლის 23 თებერვალს №8 გადაწყვეტილებით ელექტროენერგიის წარმოებისა და რეალიზაციის შესახებ მექვენის ჰესზე №010 ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით შპს „ენერგეტიკოსის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტაცია; ცნობა იმის თაობაზე, რომ 2000 წლიდან გაუქმებამდე სემეკის მიერ გაიცემოდა მექვენის ჰესზე კანონმდებლობით ექსპლუატაციაზე გათვალისწინებული ნორმატიულ აქტები, რეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროში და ფიქსირდებოდა ელექტროენერგიის გამომუშავება, თანდართული დოკუმენტების მიხედვით დადასტურება რეესტრში მექვენის ჰესის საკუთრების ფორმით ექსპლუატაციის თაობაზე.

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

 საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ:

ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ 31.03.2016წ. №3333/01 წერილით – შრომის ანაზღაურების ხარჯები (საერთო ოდენობა);

2015 წელს გაწეული სარეკლამო ხარჯების ოდენობა, მათ შორის, სატელევიზიო, ინტერნეტ, სოციალური ქსელის, საბეჭდი მასალების, ბროშურების, ბუკლეტების და სხვა სარეკლამო ხარჯები (ცალ-ცალკე სარეკლამო ხარჯების სახეობების მიხედვით); 2015 წელს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის გამართული შეხვედრების რაოდენობა და გაწეული ხარჯები (საერთო ოდენობა); 2012-2015 წლებში გამართული საჯარო კონსულტაციების რაოდენობა; 2015 წელს საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით გაწეული საკონსულტაციო მომსახურების დაქირავების ხარჯები; კანონპროექტის/რეგულაციის/რეფორმის შემუშვების პროცესში კერძო და არასამთავრობო სექტორთან კომუნიკაციისა და პროცესში ჩართულობის სტრატეგია; მოცემული დროისათვის რა სახის კანონპროექტებზე/რეგულაციებზე/რეფორმაზე მუშაობს კომისია და რა ეტაპზეა მათი განხორციელება; მათზე მუშაობის პროცესში კერძო და არასამთავრობო სექტორის ჩართულობის მიზნით რამდენი შეხვედრა, საჯარო დისკუსია, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა; აღნიშნული შეხვედრების, საჯარო დისკუსიების და/ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრების ოქმების ასლები; მოცემულ კანონპროექტთან/რეგულაციასთან დაკავშირებით შემუშავებული საკანონმდებლო ზეგავლენის შეფასება

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. უარი ეთქვა ხელმძღვანელის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნული პირების სამუშაო გამოცდილების, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ასლების წარდგენაზე შემდეგი სამართლებრივი გარემოებების გამო: ხელმძღვანელის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ შესაბამისი ბრძანების ასლი შეიცავს ინფორმაციას მათი შრომის ანაზღაურების შესახებ, ხოლო ინფორმაცია მათი სამუშაო გამოცდილების შესახებ (CV) შეიცავს იდენტიფიცირებადი პირის ბიოგრაფიულ მონაცემებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად, კომისია მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, გასცეს ინფორმაცია კომისიაში ხელმძღვანელის მრჩევლის თანამდებობაზე დასაქმებული პირების პერსონალური მონაცემების შესახებ ამ პირების წერილობითი თანხმობის გარეშე);

ა(ა)იპ „დემოკრატიის ჟანგბადის“ მიერ 28.12.2015წ. №11205/01 წერილით – ინფორმაცია

2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის ნოემბრამდე ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფების შესახებ (2012-დან 2015-მდე განხორციელებული ცვლილებები)

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

ა(ა)იპ საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) მიერ

28.01.2016წ. №909/01 წერილით – ინფორმაცია იმის შესახებ, 2015 წელს გეგმური სამუშაოების ჩატარების მიზეზით, რამდენჯერ მოხდა სს „თელასის“ ცალკეული აბონენტების ქსელიდან გათიშვა და რამდენი იყო ამ აბონენტების საერთო რაოდენობა წლის განმავლობაში (ანალოგიური მონაცემები 2011, 2012, 2013, 2014 წლებთან დაკავშირებითაც), ასევე, 2015 წელს სხვადასხვა სახის ავარიის გამო რამდენჯერ შეეზღუდა სს „თელასის“ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება და რამდენი იყო ამ აბონენტების საერთო რაოდენობა წლის მანძილზე, ანალოგიური მონაცემები 2011, 2012, 2013, 2014 წლებთან დაკავშირებითაც.

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

02.03.2016წ. №2254/01 წერილით – სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში გეგმური და არაგეგმური გამორთვების SAIFI-სა და SAID-ის მაჩვენებლები 2011-2015 წლებისთვის

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ მიერ

04.03.2016წ. №2397/01 წერილით – 2012-2014 წლებში „ვისოლის“, „საჩხერე გაზისა“ და „ეს- ჯი გაზის“ მომხმარებლების რაოდენობა და მათზე მიწოდებული გაზის მოცულობები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

„მომხმარებელთა და გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვის ეროვნული ინსტიტუტის“ მიერ 09.11.2016წ. №11399/01 წერილით – სს „თელასის“ მიერ კომისიაში გამოგზავნილი ელექტროენერგიის ფასების გაზრდის დასაბუთება-გაანგარიშება და მასზე თანდართული პირველადი საბუთების ქსეროასლები, ასევე ფასების მომატების წინასწარი და კომისიის სხდომაზე განხილვის თარიღები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

სხვადასხვა:

საქართველოს განვითარების ფონდის ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების თემატური ჯგუფის მიერ 24.02.2016წ. №1956/01 წერილით – 2012-2016 წლებში გარანტირებული სიმძლავრის წყაროდ აღიარებული თბოსადგურებისთვის – შპს „ჯიფაუერის“ აირტურბინული ელექტროსადგური, შპს „მტკვარი ენერგეტიკის“ საკუთრებაში არსებული გარდაბნის თბოსადგურის №9 ბლოკი, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული გარდაბნის თბოსადგურის №3 და №4 ბლოკები, შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ საკუთრებაში არსებული აირტურბინული ელექტროსადგური – ყოველწლიურად თითოეული თბოსადგურის სამუშაო მდგომარეობაში ყოფნის პერიოდი (დღეების რაოდენობა, როდესაც ხდებოდა სისტემისთვის ელექტროენერგიის მიწოდება) და შესაბამის პერიოდში თითოეული თბოსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უარი ეთქვა გარანტირებული სიმძლავრის წყაროების მიერ ფაქტობრივად უზრუნველყოფილი გარანტირებული სიმძლავრის პერიოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე კომისიაში მისი არარსებობის გამო და მიეთითა ამ ინფორმაციის წყარო);

საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციული ანალიზის და კვლევის ცენტრის მიერ

29.02.2016წ. №2174/01 წერილით – ინფორმაცია კომპანია „სოკარის“ მიერ კომპანია

„იტერა საქართველოს“ ყიდვის, „იტერა საქართველოს“ გაყიდვის შემთხვევაში ნასყიდობის ხელშეკრულების წარმოდგენისა და კომისიის მიერ ამ გარიგების საეჭვოდ მიჩნევის თაობაზე შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

შპს „რიკოს“ მიერ 16.03.2016წ. №2713/01 წერილით – შპს „რიკოსა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის არსებულ დავაზე კომისიის 2016 წლის 10 თებერვლის №8/9 გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით კომისიის 2016 წლის 10 თებერვლის საჯარო სხდომის ოქმიდან ამოინარიდი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ

01.06.2016წ. №5625/01 წერილით – შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიმართ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საჩივართან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტების დამოწმებული ასლები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

29.06.2016წ. №6693/01 წერილით – შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიმართ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საჩივართან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი დოკუმენტების დამოწმებული ასლები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

19.07.2016წ. №7363/01 წერილით – კომისიის მიერ „მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და სს „თელასს“ შორის არსებული დავის შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და სს „თელასს“ შორის არსებული დავის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის №18/10 გადაწყვეტილებაში შეცდომის გასწორების თაობაზე“ კომისიის გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით კომისიის 2016 წლის 18 მარტისა და 30 მაისის საჯარო სხდომების ოქმებიდან ამონარიდები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

„სახალხო პარტიის“ მიერ 03.11.2016წ. №11192/01 წერილით – ინფორმაცია, თუ რა ფასად ყიდულობს საქართველო რუსეთიდან ელექტროენერგიას, ამ მოცულობიდან რა ნაწილი რჩება აფხაზეთში და კომისია ტარიფის გაანგარიშებისას ითვალისწინებს თუ არა რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის სრულ მოცულობას, მიუხედავად იმისა, თუ რა ნაწილი ხმარდება აფხაზეთის მოსახლეობას, ტარიფის გაანგარიშების დროს „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მთლიან რაოდენობას იღებს თუ მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც ქართულ მხარეს რჩება

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მიერ 10.06.2016წ. №6023/01 წერილით – ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატთა სია

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ 17.06.2016წ. №6308/01 წერილით – ინფორმაცია კომპანია „გასკო +“-ის დაარსებისა და ხელმძღვანელი პირის, კომერციული დირექტორის, შესახებ, სად ოპერირებს აღნიშნული კომპანია და რომელი წლიდან შემოვიდა ქართულ ბაზარზე

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

„მედიის განვითარების ფონდის“ მიერ 28.07.2016წ. №7695/01 წერილით – 2013-2015 წლებში მედია საშუალებებისთვის ინფორმაციის გავრცელების, სარეკლამო და სხვა სახის მომსახურების გაწევის მიზნით, გადარიცხული თანხების საერთო რაოდენობის შესახებ, ასევე ინფორმაცია ინდივიდუალური მედია საშუალებებისთვისგადარიცხული თანხების შესახებ; მათ შორის შესყიდვების შემდეგი კოდებით: ახალი ამბების სააგენტოების (92400000), სარეკლამო და მარკეტინგული (79340000), სატელევიზიო პრპოგრამების წარმოებასთან დაკავშირებული (92221000), ფოტოგრაფიული და დამატებიტი (79960000), ტელეპროგრამირება (92226000); ასევე აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისი ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების ასლები

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

საინფორმაციო სააგენტო „აიპრესის“ მიერ

10.08.2016წ. №8168/01 წერილით – კომისიის თავმჯდომარისა და წევრების (ცალ-ცალკე) თანამდებობრივი სარგოს, დანამატებისა და პრემიების შესახებ, ასევე სამივლინებო და სატელეფონო ხარჯების შესახებ, 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

31.08.2016წ. №8806/01 წერილით – კომისიის თავმჯდომარისა და წევრების (ცალ-ცალკე) თანამდებობრივი სარგოს, პრემიების, სამივლინებო და სატელეფონო ხარჯების შესახებ, 2015 წლის 1 იანვრიდან დღემდე, თვეების მიხედვით

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

ფიზიკური პირების მიერ:

ინდივიდუალური მეწარმე „ქეთევან ბადუაშვილის“ მიერ 15.01.2016წ. №496/01 წერილით

– ინფორმაცია ქ. თბილისში მოქმედი ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატებისთვის ლიცენზიის გაცემის საკითხზე, საქმის წარმოების მასალების ასლები, რომლებიც სემეკის მიერ განაწილების ლიცენზიატებზე (რომლებიც განაწილებას ახორციელებენ თბილისში) განაწილების ლიცენზიის გაცემის საფუძველი გახდა, კონკრეტულად: ლიცენზიატებზე, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ სოფელ დიღომში (ხაზოვანი ნაგებობის მესაკუთრე შპს „ჩირაღდანი XXI საუკუნე“ დიდ დიღომში, ხაზოვანი ნაგებობის მესაკუთრე შპს „დიდი დიღომი“ ვარკეთილში, ხაზოვანი ნაგებობის მესაკუთრე შპს „ვარკეთილაირი“)

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

თ. ბაღაშვილის მიერ 26.01.2016წ. №819/01 წერილით – ინფორმაცია სამომხმარებლო და იურიდიული პირებისათვის ბუნებრივი აირის ტარიფების ცვლილების შესახებ (20120-2015 წლები) და ასევე ელექტრონული ტარიფების ცვლილების თაობაზე (2012-2015 წლები)

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ლოტკინის ალიონის“ მიერ 25.01.2016წ. №689/01 წერილით – სამღერეთის ქ. №5-ში აბონენტების ის სრული სია, რომელიც გაეგზავნა სს

„თელასის“ გენერალურ დირექტორს, ბატონ სერგეი კობცევს

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

პ. ლობჟანიძის მიერ 16.02.2016წ. №1653/01 წერილით – ინფორმაცია, თუ რამდენს შეადგენს კომისიაში არსებული მონაცემების თანახმად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ ქ. თბილისის ტერიტორიაზე 1მ 3 ჩანადენი სითხის წყალარინების თვითღირებულება

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

ა. კაკაშვილის მიერ 02.03.2016წ. №2306/01 წერილით – კომისიის 2015 წლის №69/7 გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

ვ. ჩალაძის მიერ 24.03.2016წ. №3058/01 წერილით – ინფორმაცია საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ფასების განსაზღვრისა და შეღავათების არსებობის შესახებ, ენერგიის მაღალი ხვედრითი წილის გახარჯვის დროს აბონენტისთვის, წყალმომარაგების სექტორში რეგისტრირებული აბონენტების რაოდენობის შესახებ, ასევე, თუ რამდენი ოჯახის წყალმომარაგება იგეგმება; საქართველოში წყლის ფასების განსაზღვრისა და შეღავათების არსებობის შესახებ, ენერგიის მაღალი ხვედრითი წილის გახარჯვის დროს აბონენტისთვის, თუ რამდენია საშუალო ხარჯი აბონენტზე. მოთხოვნილია ინფორმაცია მონაცემებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების შესაბამისად

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

ე. სულხანიშვილის მიერ

05.04.2016წ. №3501/01 წერილით – ინფორმაცია, არის თუ არა რაიმე ნებართვის/ლიცენზიის აღების/განახლების საჭიროება იმ შემთხვევაში, თუ ახალი სუბიექტის მიერ შეძენა ხდება იმ კომპანიის, რომელიც ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას ელექტროენერგიის წარმოებასა და გადაცემაში (ხდება მხოლოდ კომპანიის მფლობელის ცვლილება შესაბამისი წილის შეძენის გზით); ზემოაღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში საჭირო ლიცენზიების ან/და ნებართვების ჩამონათვალი; იმ შემთხვევაში, თუ ერთი ჰესის მიერ ხდება მეორე ჰესის შეძენა (ორივე ჰესი არის ეკონომიკური აგენტი), საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ჩაითვლება თუ არა აღნიშნული კონცენტრაციად; ითვლება თუ არა ჰესების, როგორც ეკონომიკური აგენტების სფერო, ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ; ჰესები, როგორც ეკონომიკური აგენტები, რეგულირდება თუ არა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით; ზემოაღნიშნული ტრანზაქციის (ერთი ჰესის მიერ მეორე ჰესის შეძენა) შემთხვევაში არის თუ არა სემეკიდან ან/და სხვა სახელმწიფო უწყებიდან რაიმე ნებართვის/ლიცენზიის აღების/განახლების საჭიროება; ასეთის არსებობის შემთხვევაში ნებართვების/ლიცენზიების ჩამონათვალი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

05.04.2016წ. №3500/01 წერილით – შპს „მტკვარი ენერგეტიკის“ (ს/ნ 202066726) სახელზე გაცემული ნებისმიერი ლიცენზია/ნებართვის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში ამ ლიცენზიების ასლები და მითითება მასზე, რომელი ლიცენზია /ნებართვა არის მოქმედი და რომელი - გაუქმებული

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

დ. გოდერიძის მიერ

11.2016წ. №4915/01 წერილით – 2016 წლის 11 მაისის კომისიის სხდომის ოქმიდან ამონარიდი და მასსა და სს „თელასთან“ დავაზე არსებული სხვა დოკუმენტაცია

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

04.07.2016წ. №6806/01 და №6807/01 წერილებით – კომისიის 2016 წლის 11 მაისის სხდომის ოქმიდან ამონარიდი და გადაწყვეტილება დ. გოდერიძესა და შპს „ყაზტრანსგაზ- თბილისს“ შორის არსებულ დავაზე

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

ი. მიქელაიშვილის მიერ 06.06.2016წ. №5776/01 წერილით – შპს „ბათუმის წყალსა“ და მოქალაქე ი. მიქელაიშვილს შორის არსებულ დავაზე კომისიის 2016 წლის 18 აპრილის №26/7 გადაწყვეტილებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად განსაზღვრულ ვადაში – 2016 წლის 1 ივნისამდე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

თ. თავართქილაძის მიერ 11.06.2016წ. №5771/01 წერილით – კომისიის 2001 წლის 31 დეკემბრის №15 დადგენილება, 2001 წლის 20 სექტემბრის №10 დადგენილება და 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილება

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

ს. დეკანოზიშვილის მიერ 17.06.2016წ. №6299/01 წერილით – 2009-2013 წლებში სს „გორიგაზის“, როგორც მიმწოდებლის ლიცენზიატის მიერ გატარებული გაზის მოცულობის/რაოდენობის შესახებ, 2009-2013 წლებში სს „გორიგაზის“ მიერ სემეკში წარდგენილი ტექნიკური რეგლამენტი/დოკუმენტაცია მის საკუთრებაში ან/და მფლობელობში არსებული მილსადენების თაობაზე, რომელთა მეშვეობით იგი ახდენდა გაზის გატარებას, სს „საქორგგაზის“ მიერ 2014 წლიდან დღემდე სემეკში წარდგენილი წლიური და კვარტალური ანგარიშები; სს „საქორგგაზის“ მიერ სემეკში 2014 წლიდან დღემდე წარდგენილი ანგარიშები/მონაცემები მის მიერ მიწოდებული/გატარებული გაზის და მიწოდების/გატარებისთვის გამოყენებული საშუალებების თობაზე

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

დ. ქარდავას წარმომადგენლის ნ. არსენიშვილის მიერ 21.06.2016 №6417 წერილით –

ელექტრონერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით კომისიაში შემოსული შპს „ექსკალიბურის“ (ს/კ 202901333) 2003 წლის 17 მაისის №3 წერილი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

ლ. ყანჩელის მიერ 06.07.2016 წლის №6968/01 წერილით – ინფორმაცია, 2009 წლიდან არის თუ არა წარდგენილი გატარების ხელშეკრულება ან არსებობს თუ არა რაიმე პრაქტიკა მასზე, რომ მხარეებმა ვერ დათვალეს გატარების საფასური და მიმართეს სემეკს ზემოხსენებული საფასურის დათვლის თაობაზე, სარგებლობს თუ არა რომელიმე გატარების ლიცენზიატი გატარების მომსახურებით

(განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი, რადგან მისი განცხადება არ შეიცავდა კონკრეტულ მითითებას, თუ რა სახის ინფორმაციას ითხოვდა, მას გაეგზავნა წერილობით წინადადება, დაეზუსტებინა მოთხოვნა, რომელიც განსაზღვრულ ვადაში არ შესრულდა, რის გამოც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მისი განცხადება დარჩა განუხილველი);

ს. მახარაძის მიერ 08.07.2016 წლის №7039/01 წერილით – კომისიის მიერ 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 7 ივლისის ჩათვლით (წლებისა და თვეების მითითებით) ენერგოკომპანიების მიერ მათზე უკანონოდ დარიცხული თანხების (მათ შორის ხანდაზმული დავალიანებების) ჩამოწერის ზუსტი ოდენობების შესახებ

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

მ. ლაბაძის მიერ 01.08.2016 წლის №7803/01 წერილით – მ. ლაბაძესა და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის არსებულ დავაზე კომისიის 25.07.2016 წლის გადაწყვეტილება და ამავე სხდომის ოქმიდან ამონარიდი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

ნ. დანელიას მიერ 18.10.2016 წლის №10534 წერილით – 2010-2016 წლებში (ცალ-ცალკე) კომისიაში შემოსული იმ განცხადებების რაოდენობა, რომლებიც ეხება სს „თელასთან“ ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერის საკითხს

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად);

მ. სალხინაშვილის მიერ

24.11.2016წ. №11851/01 წერილით – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „იმედს“ შორის არსებულ დავაზე კომისიის 2016 წლის 27 ივლისის სხდომის ოქმიდან ამონარიდი და აუდიოჩანაწერი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერის სახით მიწოდებაზე განემარტა, რომ მის წარმოებას არც ერთი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს, რის გამოც კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, მიაწოდოს აღნიშნული ჩანაწერი);

30.11.2016წ. №12119/01 წერილით – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „იმედს“ შორის არსებულ დავაზე კომისიის 2016 წლის 16 ივნისის სხდომის ოქმიდან ამონარიდი და აუდიოჩანაწერი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერის სახით მიწოდებაზე განემარტა, რომ მის წარმოებას არც ერთი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს, რის გამოც კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, მიაწოდოს აღნიშნული ჩანაწერი);

30.11.2016წ. №12109/01 წერილით – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ და შპს „სკაი ჰაუსს“ შორის არსებულ დავაზე კომისიის 2016 წლის 13 ოქტომბრის სხდომის ოქმიდან ამონარიდი და აუდიოჩანაწერი

(მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერის სახით მიწოდებაზე განემარტა, რომ მის წარმოებას არც ერთი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს, რის გამოც კომისია მოკლებულია შესაძლებლობას, მიაწოდოს აღნიშნული ჩანაწერი).

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ კომისიას გადაწყვეტილება არ მიუღია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულია და მასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის, მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდის ვალდებულება კომისიას არ ჰქონია. საანგარიშო პერიოდში კომისიას გადაწყვეტილება სხდომის ნაწილის დახურვის თაობაზე არ მიუღია. კომისია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.

მოთხოვნის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე.

საანგარიშო პერიოდში მიღებულია 21 გადაწყვეტილება, რომელიც შეიცავს კომერციული საიდუმლოების შესახებ ინფორმაციას.

საანგარიშო პერიოდში კომისიამ მიიღო:

7 გადაწყვეტილება სრულად კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე;

12 გადაწყვეტილება ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე.

კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის შესახებ კომისიამ მიიღო 2 (ორი) გადაწყვეტილება.

კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი აწარმოებს კომისიის უწყებრივ რეესტრებს (მათ შორის, მიღებული და გაგზავნილი კორესპონდენციის რეესტრს). კომისიაში შემოსულ და კომისიის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სამართლებრივი, ეკონომიკური, სალიცენზიო და სამეცნიერო- ტექნიკური დოკუმენტები შედის კომისიის საარქივო ფონდში. საარქივო საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია თავმჯდომარის ბრძანებით საგანგებოდ დანიშნული პირი.

კომისიაში შემოსული და გაგზავნილი საიდუმლო დოკუმენტაციის საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით საგანგებოდ დანიშნული პირი.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისია აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს, რომელშიც საანგარიშგებო პერიოდში შეტანილ იქნა 5 ახალი ჩანაწერი და ამოღებული – 6 ჩანაწერი, ხოლო 9 არსებულ ჩანაწერში შევიდა ცვლილება, რაც გამოწვეული იყო ამავე პერიოდში ლიცენზიების გაცემით, გაუქმებით და ცვლილების შეტანით.

კომისიის წარდგინებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემები შეიტანება სახელმწიფო

სალიცენზიო რეესტრში და ლიცენზიის გაცემის თობაზე ინფორმაცია ქვეყნდება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

საანგარიშო პერიოდში კომისიის მიერ მოთხოვნილი, დამუშავებული და შენახული იქნა პერსონალური მონაცემები შემდეგი ფუნქციების განხორციელებისას:

• თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენისას;

• სტაჟიორთა და პრაქტიკანტთა პირადი საქმეების შედგენისას;

• ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთა დოკუმენტაციის დამუშავებისას;

• კომისიაში მოქალაქეების მიერ წარმოდგენილ განცხადებებში მითითებული პერსონალური მონაცემების დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში ელექტრონული ფორმით შენახვისას.

პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის შენახვა კომისიაში წარმოებს როგორც ელექტრონულად, ასევე მატერიალური ფორმით. ორივე შემთხვევაში ინფორმაციის შენახვის კანონმდებლობით დადგენილი წესი დაცულია. კომისიას გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და მასზე წვდომა აქვს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს კომპეტენციის ფარგლებში.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილ იქნა პერსონალური ინფორმაცია კომისიასთან არსებული საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის შესახებ, რომელიც სრულად გაიცა.

კომისიის პასუხისმგებელ პირთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევა არ მომხდარა.

კომისია ასრულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნებს კომისიის სხდომათა საჯაროობის თაობაზე, კერძოდ: ღიად და საჯაროდ წარმართავს თავის სხდომებს, ასრულებს მოთხოვნას საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე.

ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების, ტარიფების დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე, აგრეთვე მოქალაქეებსა და კომისიის რეგულირებად სფეროში არსებულ კომპანიებს შორის, ან თავად ამ კომპანიებს შორის არსებულ დავებზე კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ეწყობა საჯარო განხილვები. ცნობები საჯარო სხდომების ჩატარების შესახებ ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

საანგარიშო პერიოდში ჩატარდა კომისიის 80 სხდომა, რომლებზეც კომისიამ მიიღო 23 დადგენილება და 2339 გადაწყვეტილება. კომისიის სხდომები საჯაროა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხდომა ან მისი ნაწილი დახურულია, და მათზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. კომისიის მიერ მიღებული დადგენილებები და გადაწყვეტილებები სისტემატურად ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.gnerc.org და, შესაბამისად, უზრუნველყოფილია მათი საჯაროობაც.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2014 წლის 28 მარტის №7 დადგენილებით განისაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ვალდებულება და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი. 2014 წლის 25 დეკემბრის №52/15 გადაწყვეტილებით განისაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი. ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, კომისია უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას საკუთარ ვებგვერდზე.

მარეგულირებელი კომისიის ვებგვერდზე www.gnerc.org, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მისი პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჯარო ინფორმაცია ქვეყნდება სრულად. ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე საჯაროდ განთავსებულ ინფორმაციას.