რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად
საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მე-3 თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირები რუსთავის საქალაქო სასამართლოში და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში.
სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას და ა.შ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს ანგარიში
2016 წლის განმავლობაში რუსთავის საქალაქო სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მოქალაქეთაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ადვოკატებისგან შემოვიდა 46 განცხადება, მათ შორის ერთი განცხადება ფოსტიდან შეცდომით იყო შემოსული და დაუყოვნებლივ გადაეგზავნა ადრესატს. შემოსული განცხადებებიდან 5 შემთხვევაში მოთხოვნა ეხებოდა მხარეთა პერსონალურ მონაცემებს. დანარჩენ - 40 შემთხვევაში განმცხადებლები მოითხოვდნენ საჯარო ინფორმაციას კონკრეტული საქმის სასამართლოს წარმოებაში არსებობის, სასამართლოს მიერ განხილული საქმეების რაოდენობის, მათ შორის საარჩევნო დავების, განხილვის შედეგების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ასლებს. ასევე ინფორმაციას მოსამართლეთა საშტატო რაოდენობის, მოსამართლეებზე საქმეთა განაწილების წესის, სასამართლოს თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობების, შინაგანაწესს და სასამართლოს მიერ გამოცხადებული კონკურსების შედეგების ამსახველ სტატისტიკურ მონაცემებს. ასევე ინფორმაციას არასრულწლოვანთა და დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების ასლებს. შემოსული განცხადებებიდან სამი განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სამივე შემთხვევაში, მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილში უარის თქმის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია სასამართლოს მიერ არ მუშავდებოდა. 42 განცხადება დაკმაყოფილდა სრულად. 2016 წლის განმავლობაში გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ ყველა განცხადებას პასუხი გაეცა წერილობითი სახით, კანონით დადგენილ ვადაში.
საჯარო ინფორმაციის გაცემას ახდენდნენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები – სასამართლოს მენეჯერი, კანცელარიის უფროსი, კანცელარიის და მოქალაქეთა მისაღების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, სხდომის მდივანი და გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს სპეციალისტი.
სასამართლოში საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა არ მომხდარა და შესაბამისად, დისციპლინური სახდელი არავის დადებია.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს და გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ-ვებ-გვერდი courts.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი.