,,ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების წესისა და სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 29 მაისის №01-16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-49/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016412
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-49/ნ

2016 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების წესისა და სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 29 მაისის №01-16/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე  ექსპერტიზის ჩატარების წესისა და სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 29 მაისის  №01-16/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 29/05/2015; 470230000.22.035.016329) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული:
1. №1 დანართის (ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების წესი):
ა) მე-6  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6

1. ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარებისას აუცილებელია  იმ პირის დასწრება და მონაწილეობა,  რომელსაც უტარდება აღნიშნული ექსპერტიზა.

2. თუ პირს, რომელსაც უტარდება ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია გამოცხადება მულტიდისციპლინური ჯგუფის სხდომაზე,  სასამართლოს განჩინების შესაბამისად, მულტიდისციპლინური ჯგუფი გასვლით სხდომას ატარებს პირის ადგილსამყოფლის შესაბამისად, სამედიცინო ან სხვა დაწესებულებაში ან პირის საცხოვრებელ ადგილზე.  

3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია გამოსაკვლევი პირის მონაწილეობა უზრუნველყოფილ იქნეს კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, რითაც შესაძლებელი იქნება პირთან პირდაპირი კონტაქტი, რაც  დადასტურებული იქნება შესაბამისი ოქმით.”;

ბ) მე-10  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13051 და 13053 მუხლებით  მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის განსაზღვრული  მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს  დირექტორის ბრძანებით. ასევე, სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ბრძანებითვე განისაზღვრება სოციალური მუშაკის მიერ იმ პირის შეფასების ფორმა და მისი შევსების წესი, რომელსაც უტარდება ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზა.“.

2. 2 დანართი (ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარებისთვის საჭირო სტანდარტები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №2

 

ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარებისთვის

საჭირო სტანდარტები

,,ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარებისთვის საჭირო სტანდარტებია:

ა)  გამოსაკვლევი პირის ფსიქიატრიული  შეფასების ზოგადი სტანდარტი  (დანართი 2.1);

ბ) გამოსაკვლევი პირის ფსიქოლოგიური  შეფასების ზოგადი სტანდარტი  (დანართი 2.2);

გ)  გამოსაკვლევი პირის ოკუპაციური თერაპევტის შეფასების ზოგადი სტანდარტი  (დანართი 2.3);

დ) გამოსაკვლევი პირის სოციალური მუშაკის  შეფასების ზოგადი სტანდარტი  (დანართი 2.4).”.

3. 2.1 დანართის (ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ფსიქიატრიული შეფასების ზოგადი სტანდარტი):
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გამოსაკვლევი პირის ფსიქიატრიული  შეფასების ზოგადი სტანდარტი”;

ბ) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ანამნეზი, თავის მხრივ, არსებობს როგორც სუბიექტური – მოწოდებული თვით გამოსაკვლევი პირის მიერ, ისე ობიექტური – მოწოდებული გარეშე პირის – გამოსაკვლევი პირის ოჯახის წევრის, ახლობლის, მეგობრის და ა.შ. მიერ.“.

4. 2.2 დანართის (ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის  ფსიქოლოგიური შეფასების ზოგადი სტანდარტი) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გამოსაკვლევი პირის ფსიქოლოგიური  შეფასების ზოგადი სტანდარტი”.

5. 2.3 დანართის (ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ოკუპაციური თერაპევტის შეფასების ზოგადი სტანდარტი) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გამოსაკვლევი პირის ოკუპაციური თერაპევტის შეფასების ზოგადი სტანდარტი”.

6. 2.4 დანართი (ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის სოციალური  მუშაკის შეფასების ზოგადი სტანდარტი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №2.4

გამოსაკვლევი პირის სოციალური მუშაკის  შეფასების ზოგადი სტანდარტი

,,გამოსაკვლევი პირის სოციალური  მუშაკის შეფასების ზოგადი სტანდარტი მოიცავს ინფორმაციას შესაფასებელი პირის უნარების შესწავლისა და  სოციალურ  გარემოში მისი მდგომარეობის შეფასების შესახებ, რომლის დროსაც ფასდება:

1. პიროვნული ცნობიერება.

2. ემოციური  მდგომარეობა.

3. ურთიერთობები ოჯახის წევრებთან.

4. პირის სხვებზე ზრუნვის უნარი.

5. მობილურობა/მოტორიკა.

6. აღქმის უნარი, ორიენტაცია.

7. კომუნიკაცია.

8. თვითმოვლა და ჰიგიენა.

9. საკვების მიღების უნარი.

10. ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.

11. სოციალური აქტივობა/ქცევა, სახლის მოვლა/საოჯახო საქმიანობა/ქონების შენახვა – განკარგვა.“. 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო