საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის
49-ე მუხლით გათვალისწინებული 2016 წლის ანგარიში
2016 წლის მდგომარეობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსულია 3 095 განცხადება. აღნიშნულიდან დაკმაყოფილდა 2 931, არ დაკმაყოფილდა - 47, ხოლო განხილვის პროცესშია - 117 განცხადება.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებია:
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილი,
44-ე მუხლი, 83-ე მუხლი, 99-ე მუხლი;
- საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“;
- მოთხოვნა არ განეკუთვნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციას ან ინფორმაცია სამინისტროში დაცული არ არის.
2016 წლის მდგომარეობით, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, სამინისტროში წარმოდგენილია 6 ადმინისტრაციული საჩივარი, რომელთაგან:
●დაკმაყოფილდა 1 ადმინისტრაციული საჩივარი;
●ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 2 ადმინისტრაციული საჩივარი;
●განუხილველი დარჩა 2 ადმინისტრაციული საჩივარი;
●განხილვის პროცესშია 1 ადმინისტრაციული საჩივარი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი.
ამასთანავე:
●სამინისტროს სისტემის ყოფილ და მოქმედ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებასა და სხვა საფინანსო გასაცემლებთან/საკითხებთან დაკავშირებით, ინფორმაცია გაიცემა სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფროსის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ.
●სამინისტროს სარგებლობაში არსებული/ბალანსზე რიცხული მიწის რესურსების, საბინაო-არასაბინაო ფონდებისა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია გაიცემა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, მოვალეობის შემსრულებლის მიერ.
●სამინისტროს სისტემის მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების, სამოქალაქო პირებისა (გარდა სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო პირებისა) და სპეციალური წოდების მქონე პირების სამსახურის გავლასთან დაკავშირებით, ასევე იმ პირთა შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმდებებში იყვნენ სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები, საჯარო ინფორმაცია გაიცემა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მიერ.
●სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ყოფილ და მოქმედ მოსამსახურეთა სამსახურის გავლასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია გაიცემა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მიერ.
2016 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების შემთხვევა არ ფიქსირდება.