საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის ანგარიში

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

ა ნ გ ა რ ი შ ი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის

(ინფორმაციის თავისუფლება)

მოთხოვნათა შესრულების შესახებ

საანგარიშო პერიოდი:

2015 წლის პირველი დეკემბერი - 2016 წლის პირველი დეკემბერი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის 49-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) მიერ შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა კომისიაში ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე ამავე კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებების შერულებისა და კოდექსში მითითებული ვადების დაცვის მდგომარეობა.

კომისიის მისამართები:

საფოსტო:
თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18;

ტელ/ფაქსი:
+995 32 2921625;

E-
mail: post@gncc.ge
;

ვებ გვერდი: http://gncc.ge/ge/sadjaro-informaciis-motxovna
;

ანალიტიკური პორტალი: (http://analytics.gncc.ge
).

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2004 წლის 11 ივნისის №6/4 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის 23 მაისის N6/14 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა და საჯარო მოსამსახურის ფუნქციების შესრულება ეკისრება კომისიის თავმჯდომარეს ვახტანგ აბაშიძეს.

საანგარიშო პერიოდში კომისიაში შემოსული 179 (ას სამოცდაცხრამეტი) კორესპონდენციით (მათ შორის 10 იყო წარმოებაში 2015 წლის ანგარიშის შედგენის პერიოდში) მოთხოვნილი იყო შემდეგი საჯარო ინფორმაცია:

კომისიის სხდომების ოქმების, ოქმების ამონაწერების, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დამოწმებული ასლები:

შპს „კავკასუს ონლაინის“
(Nშ–6/9161-15, 24.11.15) მიერ – შპს „კავკასუს ონლაინის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიები, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვები და საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვების განხორციელების დოკუმენტაცია, ასევე, კომისიის გადაწყვეტილებები;

მოქალაქე გელა ბოჩიკაშვილის მიერ: (Nშ–9/9809-15, 14.12.15) – ინფორმაცია შპს „სხვა არხის“ შესახებ (ეცნობა, რომ ასეთი კომპანია კომისიის უწყებრივ რეესტრში არ ფიქსირდება); (Nშ–9/3068-16, 31.03.16) – რეკლამის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ: (Nშ–6/650-16, 22.01.16) – ამონაწერები კომისიის 2016 წლის 12 იანვრის N2 საკონკურსო ზეპირი მოსმენის სხდომისა და 2016 წლის 15 იანვრის N4 სხდომის ოქმებიდან; (Nშ–6/2823-16, 23.03.16)– შპს „ჯი დი ეს თვ“–ის სარჩელი და შპს „ტელეკომპანია კავკასიის“ სანქცირების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილება;

შპს

„TECHNOMAX LLP
“–ს
(Nშ–6/1951-16, 26.02.16; Nშ–6/2493-16, 17.03.16) მიერ – კომისიის 2016 წლის 25 თებერვლის N117/18 გადაწყვეტილება;

სს „სილქნეტისა“ და შპს „საქართველოს მედიაქსელის“ (Nშ–6/2769-16, 22.03.16) მიერ – ამონაწერები კომისიის სხდომების ოქმებიდან, კომისიის გადაწყვეტილებები და ადმინისტრაციული წარმოების მასალები;

შპს „გსი ტექნოლოგიის“ მიერ – (Nშ–6/1067-16, 03.02.16) – ამონაწერი კომისიის 2016 წლის 28 იანვრის N07 სხდომის ოქმიდან; (Nშ–6/2200-16, 09.03.16) ამონაწერები კომისიის 2015 წლის 04 ივნისის №38 სხდომის, კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის №88 სხდომის და კომისიის 2016 წლის 14 იანვრის №03 სხდომის ოქმებიდან;

შპს ,,ახალი ქსელების“, შპს ,,ახტელის“ და შპს „ოპტიკურ–ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ – ფოპტნეტის“ (Nშ–6/2179-16, 07.03.16; Nშ–6/3401-16, 13.04.16) მიერ – კომისიის 2016 წლის პირველი მარტის N125/16 გადაწყვეტილება;

შპს „ელესჯის“ (Nშ–6/5968-16, 23.06.16) მიერ – კომისიის 2013 წლის 25 იანვრის N50/7 გადაწყვეტილება;

მოქალაქე გიგა ჩხარტიშვილის (Nშ–9/9107-16, 30.08.16) მიერ – სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;

მოქალაქე ნიკოლოზ ჩარკვიანის (Nშ–9/10642-16, 06.10.16; Nშ–9/10646-16, 06.10.16; Nშ–9/10698-16, 07.10.16) მიერ – რეკლამის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

ინფორმაცია კომისიის მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების, ასევე ავტორიზაციის შესახებ გამოითხოვეს:

მოქალაქეებმა: მალხაზ მიქელაძემ (Nშ–6/9838-15, 15.12.15; Nშ–9/3195-16, 06.04.16);მამუკა ლობჟანიძემ (Nშ–9/3221-16, 06.04.16); ვახტანგ კობახიძემ (Nშ–6/10120-16, 22.09.16).

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ (Nშ–6/7507-16, 25.07.16; Nშ–6/5447-16, 14.06.16).

სასამართლო პროცესების და კომისიის ადმინისტრაციული წარმოების მასალები:

სს „სილქნეტის“ მიერ: (შ–6/1362-16, 15.02.16) – სს „სილქნეტსა“ და შპს „ფოპტნეტს“ შორის კომისიაში მიმდინარე დავის მასალა; (შ–6/9805–16, 16.09.16) – ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების შესახებ; (Nშ–6/3787–16, 21.04.16; Nშ–9/3604–16, 19.04.16) – შპს

„TECHNOMAX LLP
“–ს, შპს „ახალი ქსელების“, შპს „ახტელის“ და
შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის
“ საკითხებზე მიმდინარე
ადმინისტრაციული წარმოების მასალები;

საადვოკატო ბიურო „კორძახია და ჟღენტის (შ–6/2192-16, 09.03.16) მიერ – შპს „ტელეკომპანია მაესტროს“ ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებული მასალა;

მოქალაქე თეონა მაჭარაშვილის (შ–6/5819–16, 20.06.16) მიერ – ინფორმაცია სამაუწყებლო კომპანიების ფინანსური ანგარიშგების ფორმებზე მიმდინარე სასამართლო განხილვების თაობაზე;

შპს „ჯეოსელის“ მიერ: (შ–6/3281-16, 11.04.16) – კომისიის 2016 წლის 17 მარტის N185/8 გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული მასალა; (Nშ–6/8094-16, 08.08.16) - კომისიის 2016 წლის 19 ივლისის N486/18 გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალა;

შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები–გუდვილკომის“ (Nშ-6/5377-16, 10.06.16) მიერ – შპს „ჯოდო ტელეკომუნიკეიშენისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების მასალა;

საერთაშორისო კომპანია „ნილტექს ჰოლდინგ ლიმიტედის“ (Nშ–6/7633-16, 27.07.16) მიერ – კომისიის 2016 წლის 4 აპრილის N13 შემოწმების აქტი;

მოქალაქე ნინო ნიჟარაძის მიერ: (შ–9/9297-16, 05.09.16) – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ივლისის განჩინების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 07 აპრილის განჩინების ასლები; (შ–9/10049-16, 21.09.16) - კომისიის N117/18 და 202/18 (25.03.16), N338/18 (31.05.16) გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალები; (Nშ–9/11309–16, 21.10.16) – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აგვისტოს განჩინების ასლი;

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის (Nშ–6/11226-16, 20.10.16) მიერ – შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებობის დაკისრების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალა;

საქართველოს სახალხო დამცველის (Nშ–6/11249–16, 20.10.16) მიერ – პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებების კომისიაში განხილვის მასალები;

შპს „პალიტრა ტვ“–ს (შ–6/2861–16, 24.03.16) მიერ - კომისიაში წარმოდგენილი თვითრეგულირების მექანიზმში საჩივრის განხილვის წესი და პირობები.

პერსონალური ინფორმაცია:

მოქალაქე ლაშა კვარაცხელიას (Nშ–9/2005-16, 29.02.16) მიერ – კონკრეტული ნომრის მფლობელის ვინაობა, რომელსაც განემარტა, რომ ეს ინფორმაცია არის პერსონალური და პირის თანხმობის გარეშე არ გაიცემა;

ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (Nშ–6/3049–16, 21.03.16) მიერ – კომისიის წევრების, კომისიაში დასაქმებულების სარგოების, პრემირების და დანამატების შესახებ, ასევე კომისიის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია;

ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ Nშ–6/6401–16, 04.07.16) მიერ – ინფორმაცია კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის აპარატში დასაქმებულებისა (მიღება, გათავისუფლება, სახელფასო სარგო, დანამატები) და აპარატის საერთო ხარჯის მოცულობის შესახებ;

მოქალაქე ანა დაბრუნდაშვილის (შ–9/10583-16, 05.10.16) მიერ - ინფორმაცია კომისიის აპარატში დასაქმებულ არასაშტატო სპეციალისტების თაობაზე;

საინფორმაციო სააგენტო „აიპრესის“ (Nშ–6/8204–16, 10.08.16) მიერ – 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის აგვისტომდე პერიოდში კომისიის თავმჯდომარის და კომისიის წევრების თანამდებობრივი სარგო, დამატებები და პრემია, სამივლინებო ხარჯები;

მოქალაქე ნინო თოფურიძის (შ–9/11288-16, 20.10.16) მიერ – ინფორმაცია კომისიის აპარატში დასაქმებული კონკრეტული პირების (8 პირი) თანამდებობები კომისიაში დასაქმების პერიოდის მითითებით;

ინფორმაცია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის თაობაზე:

ააიპ „მედიის განვითარების ფონდის“ (Nშ–6/10029-16, 20.09.16) მიერ – მედია-მონიტორინგის ბიუჯეტი, სამართალდარღვევის ოქმები, წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების საკითხები;

ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (Nშ–6/10541-16, 04.10.16) მიერ – მედია-მონიტორინგის ფარგლებში გაწეული საკონსულტაციო სამუშაო; მედიამონიტორინგში ჩართულ პირთა რაოდენობა; შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების რაოდენობა; საკითხთან დაკავშირებით კომისიის მიერ განხილული დავები.

ინფორმაცია საკუთარ კომპანიაზე:

შპს „ევროპა პლუს თბილისის“ (Nშ–6/8643-15, 10.11.15), შპს „ტვ–სახელოსნო მაესტროს“ (Nშ–6/8644-15, 10.11.15), შპს „ქართული რადიოს“ (Nშ–6/8645-15, 10.11.15) მიერ – „რადიო ვინილის“ მიერ გასხივებული სიგნალით მოცული მაუწყებლობის ზონების რუკა და ნახაზები;

სს „სილქნეტის“ (Nშ–6/3143-16, 04.04.16) მიერ – სხვადასხვა ავტორიზებული პირის მიერ სს „სილქნეტის“ ქსელში დასრულებული ტრაფიკის შესახებ ინფორმაცია;

შპს „ჯეოსელის“ (Nშ–6/11505-16, 25.10.16) მიერ – სხვადასხვა ავტორიზებული პირის მიერ შპს „ჯეოსელის“ ქსელში დასრულებული ტრაფიკის შესახებ ინფორმაცია;

შპს „მობიტელის“ (Nშ–6/11840-16, 04.11.16) მიერ – კომისიაში წარმოდგენილი შპს „მობიტელის“ გენერალური დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობები;

შპს „ტვ ერას“ (Nშ–6/3161-16, 05.04.16) მიერ – კომისიაში წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულებების ასლი.

სამაუწყებლო არხების ტრანზიტის მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებთან
დაკავშირებით:

კომპანია “Conticorp Limited”–ის წარმომადგენლობის (Nშ–6/8512–16, 16.08.16), შპს „ევრიკა ტელერადიოკომპანიის“ (Nშ–6/10602-16, 05.10.16) მიერ – სს „სილქნეტის“ ეთერში გაშვებიული აუდიოვიზუალური პროდუქციის მართლზომიერად განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

სს „სილქნეტის“ მიერ (Nშ–6/3387-16, 13.04.16) – ინფორმაცია სს „აი თი დი სი“–ს მაუწყებლობის ტრანზიტთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებები;

მოქალაქე ნინო ნიჟარაძის (Nშ–9/6123-16, 27.06.16) მიერ – რამდენიმე რეგიონში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ჩამონათვალი, მათ მიერ დაკავებული წილი ბაზრის ამ სეგმენტზე და აბონენტთა რაოდენობა;

შპს „საქართველოს მედია ქსელის“ (Nშ–6/7964–15, 20.10./15) მიერ – შპს „ახალი ქსელების“ მაუწყებლობის ტრანზიტთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებები;

შპს „მაგთიკომის“ მიერ: (Nშ–6/7851–16, 02.08.16) – სს „სილქნეტსა“ და შპს „ნიუ კონტენტს“ შორის სატელევიზიო არხების მაუწყებლობის ტრანზიტზე გაფორმებული, მოქმედი ხელშეკრულებების ასლები; (Nშ–6/611–16, 21.01.16; Nშ–6/8615–15, 09.11.15) - რიგი კომპანიის მიერ მაუწყებლებთან გაფორმებული იმ ხელშეკრულებების ასლები, რომელთა საფუძველზეც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ ტელეარხების სატელევიზიო სიგნალის გავრცელებას საკუთარი ქსელით;

შპს „TV ERA”-ს (Nშ–6/8154–16, 09.08.16) მიერ – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქ.ბათუმში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირთა შესახებ ინფორმაცია;

შპს „ტვ ბათუმი ემ“–ის (Nშ–6/8414–16, 10.08.16) მიერ – მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სია და დისტრიბუტორი კომპანიების ჩამონათვალი, რომელთაც მოპოვებული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე რიგი უცხოური სამაუწყებლო არხის მესამე პირებზე გადაცემის ექსკლუზიური უფლება;

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ (Nშ–6/2462–16, 17.03.16) მიერ – მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სია;

შპს „სი–ენ–ეი ჯორჯიას“ (Nშ–6/1706–06, 22.02.16) მიერ – მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სია საკონტაქტო მონაცემების მითითებით;

შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ (Nშ–6/1128–16, 05.02.16; Nშ–6/9884–15, 16.12.15; Nშ–6/9885–15, 16.12.15; Nშ–6/9886–16–15, 16.12.15) – სამაუწყებლო არხების ტრანზიტის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და რიგი მაუწყებლის საქართველოს ტერიტორიაზე არხების რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

შპს „ევრო მედია სერვისის“ (Nშ6/9620–16, 08.12.15) მიერ – ინფორმაცია კომპანიების მიერ საკაბელო ქსელით გადაცემული სამაუწყებლო არხების მართლზომიერების დადასტურების თაობაზე;

საკაბელო ტელევიზიების კავშირის (Nშ––6/7945-15, 20.10.15) მიერ – მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სია საკონტაქტო მონაცემების მითითებით.

ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირებთან დაკავშირებით სხვადასხვა სტატისტიკური და საკონტაქტო ინფორმაცია (ძირითადად ელექტრონული ფოსტის მეშვეობით):

ითხოვდნენ მოქალაქეები: ქეთი ჩაგალიძე (Nშ–9/10052-15, 18.12.15); რაგჰავენდრა გოუდი (Nშ–8/9762-15, 11.12.15); ზურა გრძელიშვილი (Nშ–9/91–16, 06.01.16); მიხეილ შათაშვილი (Nშ–9/936–16, 29.01.16); გიორგი ამირანაშვილი (Nშ–9/1109-16, 04.02.16); მარიამ აბრამიშვილი (Nშ–9/1825-16, 24.02.16); თამარ ელოკაშვილი (Nშ–9/2307-16, 14.03.16); სალომე სახვაძე (Nშ–9/2867-16, 24.03.16); ანა ლორთქიფანიძე (Nშ–9/2906-16, 25.03.16); შოთა შოთაძე (Nშ–9/3962-16, 27.04.16; Nშ–9/4131-16, 04.05.16; Nშ–9/5696-16, 20.06.16); გელა ბოჩიკაშვილი (Nშ–9/4527-16, 18.05.16); ნინო ნიჟარაძე (Nშ–9/7007-16, 18.07.16); ბერდია ბულალაური (Nშ–9/7150-16, 19.07.16); თამარ კარელიძე (Nშ–9/10217-16, 23.09.16); მარიამ აბესაძე (Nშ–9/10245-16, 26.09.16); თეონა გიუნაშვილი (Nშ–9/10836-16, 11.10.16); მარიამ პატარიძე (Nშ–6/7690–16, 29.07.16; Nშ–6/11559-16, 26.10.16); ჯამბულ ჯახაია (Nშ–9/11918-16, 08.11.16); ნიკა ჯიქურაული (Nშ–9/3290-16, 11.04.16); ნინია პატარაია (Nშ–9/3138-16, 04.04.16);თამარ სამხარაძე (Nშ–3910-16, 25.04.16); ანა გიგუაშვილი (Nშ–6/8717-16, 13.08.16); მედეა ჯანიაშვილი (Nშ–9/2800-16, 23.03.16); ანა იაკოვლევა (Nშ–8/1068–16, 03.02.16).

კომპანიები: სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტო (Nშ–6/9585-15, 07.12.15); შპს „მაგთიკომი“ (Nშ–6/8769-15, 13.11.15; Nშ–6/9418-15, 01.12.15); სსიპ „სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ (Nშ–6/9806-15, 14.12.15; Nშ–6, 9850-15, 15.12.15); საქართველოს აირექსი (IREX) (Nშ–6/17-16, 04.01.16); შპს „კავკასიის ციფრული ქსელი“ (Nშ6/64–16, 05.01.16); საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (Nშ–6/1066-16, 03.02.16); შპს „ალტერნეტი“ (Nშ–6/1004-16, 02.02.16); სს „სილქნეტი“ (Nშ–6/1291-16, 11.02.16; Nშ–6/4267-16, 10.05.16; Nშ–6/6793-16, 13.07.16; Nშ–6/8833–16, 23.08.16); ა(ა)იპ „საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია“ (Nშ–6/2586-16, 18.03.16; Nშ–6, 8352-16, 12.08.16); ვებპორტალი „ევროპა საქართველოსთვის“ (Nშ–6/2705-16, 21.02.16); კომპანია „პორტ 80“ (Nშ6/3822-16, 21.04.16); შპს „TV ERA“ (Nშ–6/4563-16; Nშ–6/9186-16, 01.09.16; Nშ–6/10205-16, 23.09.16); ა(ა)იპ „ოუფენ ნეტ“ (Nშ–6/6601-16, 08.07.16; Nშ–6/7407-16, 22.07.16; Nშ–6/8183-16, 09.08.16; Nშ–6/9248-16, 02.09.16); ქ.თბილისის შსს ვაკე–საბურთალოს სამმართველოს VII განყოფილება (Nშ–3/8413-16, 15.08.16); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი (Nშ–3/8805–16, 22.08.16); შპს „სმარტ სიგნალი“ (Nშ–6/8467-16, 15.08.16); შპს „დელტა–ნეტი“ (Nშ–6/9419-16, 07.09.16); შპს „კავკასუს ონლაინი“ (Nშ–6/8617-15, 09.11.15; Nშ–6/9608-16, 12.09.16); შემოსავლების სამსახური (Nშ6/9538-16, 09.09.16); ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (Nშ–6/10553-16, 04.10.16); საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (Nშ–6/11450-16, 24.10.16); კომპანია „AZERCOSMOS” (NS-8/11362-16, 21.10.16).

სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია:

საქართველოს სახალხო დამცველის (Nშ–6/1026-15, 23.12.15) მიერ - ინფორმაცია შპს „ტელეიმედის“ მიერ სამაუწყებლო ბადეში საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამის განთავსებასთან დაკავშირებით;

მოქ. მარიამ გადაბაძის (Nშ–9/10527-15, 31.12.15; Nშ–9/144-16, 11.01.16) მიერ – შპს „მობიტელის“ სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების ტარიფების შესახებ ინფორმაცია;

მოქ. ნათია კობოსნიძის (Nშ–9/9215-16, 01.09.16;) მიერ – შპს „დელტა კომმის“, შპს „ა–ნეტის“, შპს „დელტა–ნეტის“ და შპს „დელტა ინთერთეიმენტის“ შესახებ კომისიაში დაცული ინფორმაცია;

მოქ. ნინო ჩიბჩიურის (Nშ–9/1985–16, 29.02.16) მიერ – ინფორმაცია შპს რ.ბ.ჯ.“–ს ავტორიზაციის პირობებისა და ვალდებულებების თაობაზე;

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის (Nშ–4/8538-16, 17.08.16) მიერ – ინფორმაცია ა(ა)იპ „ინფორმაციული უზრუნველყოფის ცენტრი ჯიხასთვის“ მინიჭებული სიხშირეების თაობაზე;

საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციის (Nშ–6/2774-16, 22.03.16; Nშ–6/2272-16, 11.03.16; Nშ–6/9528-16, 04.12.16) მიერ – ააიპ „სამოქალაქო განათლების ფონდის“, შპს „ენკი–ბენკი სტუდიის“, შპს „ტელეკომპანია კავკასიის“, შპს „რუსთავი 2“–ის, „ახალი (კომედი) არხის“, „მარაოს“ სამაუწყებლო ბადეები და შემოსავლები;

სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის (Nშ–6/4199-16, 06.05.16) მიერ – შპს „იბერია ტვ“–ს ლიცენზიის სავარაუდო საფასური, საეთერო ტელემაუწყებლობაზე კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში;

მოქალაქე გელა ბოჩიკაშვილის (Nშ–9/6477-16, 05.07.16) მიერ – ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთების შესახებ კომისიაში დაცული დოკუმენტაცია;

ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (Nშ–6/7756–16, 01.08.16) მიერ – ინფორმაცია ანალოგურ ფორმატში ქარელის რაიონში მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში სატელევიზიო არხებზე დაფიქსირებული რუსული არხების შესახებ;

მედიის განვითარების ფონდის (Nშ–6/7587-16, 26.07.16) მიერ – საინფორმაციო მომსახურებასა და კომისიის ანგარიშის პრეზენტაციის ფოტოგადაღების უზრუნველყოფაზე კომისიის ხელშეკრულებები;

მოქალაქე გიორგი იასაშვილის (Nშ–9/272-16, 14.01.16) მიერ – ინფორმაცია სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მე–2 არხის გაუქმებისა და ხელახლად შექმნის შესახებ (ეცნობა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში დოკუმენტაცია დაცული არ არის);

მოქალაქე თამარ კარელიძის (Nშ–9/3057–16, 31.03.16) მიერ – საქართველოში მოქმედი ეროვნული და რეგიონული ტელემაუწყებლების თვითრეგულირებისა და სააპელაციო საბჭოს წევრთა სია და საკონტაქტო ინფორმაცია, იმ საქმეთა აღწერილობა, რომლებიც განხილულ იქნა მათ მიერ;

მოქალაქეების დალი ქურდაძის (Nშ–9/3069-16, 31.03.16) და დავით ქოქოშვილის (Nშ–9/2518-16, 17.03.16) მიერ – რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით კომისიის დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა;

მოქალაქე მეგი დიასამიძის (Nშ–9/2248-16, 10.03.16) მიერ – კომისიასა და შპს „მედიაპრო ჯორჯიას“ შორის დადებული ხელშეკრულება;

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (შ–6/2238-16, 10.03.16) მიერ – ინფორმაცია შპს „მედიაკავშირი – ობიექტივის“ სასარგებლოდ 2012–2015 წლებში განხორციელებული შემოწირულობებისა და პ/გ „პატრიოტთა ალიანსის“ სასარგებლოდ პოლიტიკური რეკლამის განთავსებით მიღებული შემოსავლის შესახებ;

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (Nშ6/7107–16, 19.07.16) მიერ – ინფორმაცია შშმ პირებთან დაკავშირებით „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის სამთავრობო–სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში კომისიის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ;

ა(ა)იპ „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ (Nშ–6/9784-16, 16.09.16) მიერ – ინფორმაცია, შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხების მედიის მიერ გაშუქების კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ;

შპს „მობილფონის“ (Nშ–6/9986–15, 18.12.15) მიერ – ანძებიდან გასხივებული სიხშირული სიგნალის გავრცელების ტერიტორიები ფართობის მითითებით.

რიგი საჯარო ინფორმაციის მიწოდების თაობაზე კომისიის მიერ მომზადდა და გაიგზავნა განმარტებები:

შპს ,,ახალი ქსელებს“, შპს ,,ახტელს“ და შპს „ოპტიკურ–ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელ – ფოპტნეტს“ (N01/1249–16, 25.04.16; N01/1286–16, 26.04.16; N01/1287–16, 26.04.16; N01/3121–16, 12.08.16; N01/3122–16, 12.08.16; N01/1442–16, 18.05.16; N01/1443–16, 18.05.16;

შპს „ტელეიმედს“ (N01/2386–16, 04.07.16) კომისიის სხდომის აუდიოჩანაწერის მიწოდებასთან დაკავშირებით განემარტათ, რომ კომისიის სხდომის აუდიოჩანაწერი არ წარმოადგენს კომისიის სხდომის ოქმს, არამედ წარმოადგენს კომისიის სხდომის ოქმის მომზადებასთან დაკავშირებულ, შიდაუწყებრივი ხასიათის მასალას, რომელსაც გააჩნია დამხმარე ფუნქცია. შესაბამისად, კომისიის ვალდებულებას არ წარმოადგენს მათი შენახვა-დაარქივება და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა. ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 106-ე და 112-ე მუხლების თანახმად, კომისიის სხდომის ოქმი დგება წერილობითი ფორმით, რომელიც წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და მოთხოვნის შემთხვევაში, გადაეცემა დაინტერესებულ პირს. (7 წერილზე პასუხი).

მოქალაქე აბელ ლორენცოს (ელექტრონული ფოსტა, 08.12.2015) მიეცა განმარტებები სიხშირულ რესურსთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ადვოკატ ნ.გოგმაჩიძეს (N06/615–16, 22.02.16; N06/824-16, 14.03.16) მიეცა განმარტება ქ.ბათუმში „მწვანე კონცხის“ ანძაზე გადამცემი სადგურის განთავსებასთან დაკავშირებით;

ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (N03/769–16, 09.03.16) განემარტა, რომ საქართველოს კანონმდებლობა, კომისიის შინაგანაწესი და დებულება კომისიაში დასაქმებულთათვის არ ითვალისწინებს რაიმე სახის შეზღუდვას კომისიაში მუშაობის შეწყვეტის შემდგომ კომისიის რეგულირებას დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში დასაქმებასთან დაკავშირებით;

შპს „ქარექსპრესს ფორვარდერს“ (N01/1219–16, 20.04.16) განემარტა, რომ საინფორმაციო სააგენტოს საქმიანობის (ელექტრონული პრესა) რაიმე სახის ავტორიზაცია ან აკრედიტაცია არ განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს (N01/2654-16, 13.07.16) განემარტა, რომ კომისია არ ფლობს ინფორმაციას IP მისამართებზე რეგისტრირებული პირების დემოგრაფიული მონაცემების შესახებ, აღნიშნულ ინფორმაციას, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გასცემს ინტერნეტპოვაიდერი;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს (N01/379–16, 03.02.16) განემარტა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–131 მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიო ჩაწერა. თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ზემოაღნიშნული უფლებამოსილებით, ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია სხვა საერთო მაუწყებელს ამავე კანონით დადგენილი წესით (გაეგზავნა საერთო საეთერო ტელე და რადიომაუწყებელთა სია);

მოქალაქე ანა დაბრუნდაშვილის (Nშ–9/5093-16, 02.06.16) მიერ მოთხოვნილი იყო კომისიის 2015 წლის ერთიანი საბიუჯეტო განაცხადი და ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, რაზეც მას განემარტა, რომ კომისია არ ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კომისიის ბიუჯეტი განთავსებულია კომისიის ვებ–გვერდზე და გაეგზავნა კომისიის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში;

„საჯარო

ინფორმაციის

ასლის

გადაღების

მოსაკრებლის

შესახებ“ საქართველოს

კანონის  მე
-6
მუხლის

შესაბამისად განსაზღვრული

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის სახელმწიფო

ბიუჯეტში

გადახდის და
ამავე კანონის
მე–8

მუხლის

მე
-2
პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მომთხოვნი პირებისთვის შეჩერებულია შემდეგი საჯარო ინფორმაციის გაცემა:

შპს „საქართველოს მედია ქსელის“ (Nშ-6/6268-16, 01.07.16) მიერ მოთხოვნილია სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების ნებართვის თაობაზე ხელშეკრულებები;

შპს „მობიტელის“ (Nშ-6/878-16, 28.01.16) მიერ მოთხოვნილია შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი აქტივების შეძენის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების მასალა;

შპს „მაგთიკომის“ (Nშ-6/796-16, 26.01.16) მიერ მოთხოვნილია შპს „ჯეოსელისა“ და შპს „მობიტელის“ სტატისტიკური ინფორმაცია;

მოქალაქე გიორგი ელიაშვილის (შ-9/4890-16, 25.05.16) მიერ მოთხოვნილია ავტორიზებული პირის ლიცენზია;

მოქალაქე გიორგი პაპავას (შ-9/5311-16, 09.06.16) მიერ მოთხოვნილია ავტორიზებული პირების ლიცენზიების ასლები;

მოქალაქე ლევან ჩხეიძის (შ-6/6600-16, 08.07.16) მიერ მოთხოვნილია ავტორიზებული პირის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნულ პირებს წერილობით ეცნობა, რომ მოთხოვნილი

საჯარო

ინფორმაციის

გაცემა

განხორციელდება

მათ

მიერ

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის

დამადასტურებელი ქვითრის

კომისიაში

წარმოდგენის შემდეგ
,როგორც ეს

გათვალისწინებულია
„საჯარო ინფორმაციის

ასლის

გადაღების მოსაკრებლის

შესახებ
” საქართველოს

კანონის

მე
-8
მუხლის

მე
-2
პუნქტით
.

ასევე:

შპს „მაგთიკომის“ მიერ მოთხოვნილია (Nშ-6/8130-16, 09.08.16) დაუზუსტებელი ფინანსური ინფორმაცია. კომისიამ აცნობა, რომ დაზუსტების შემთხვევაში მას მიეწოდება მოთხოვნილი ინფორმაცია.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე (პერსონალური ინფორმაცია) უარის თქმა (2 შემთხვევა):

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის (Nშ-2/9713-15, 10.12.15) მიერ (საქართველოს პარლამენტის წევრის აკაკი ბობოხიძის მოთხოვნა) მოთხოვნილი იყო კომისიის აპარატში დასაქმებულთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო თანამდებობის მითითებით (მოთხოვნის საფუძველი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 221–ე მუხლი).

– ინფორმაციის გაცემაზე ეთქვა უარი (უარის საფუძველი: საქართველოს კონსტიტუციის 41–ე მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44–ე მუხლი, კომისიის აპარატში დასაქმებულთა უარი პერსონალური ინფორმაციის გაცემაზე).

ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ (შ–6/11818-16, 03.11.16) - მიერ კომისიის აპარატში დასაქმებული არასაშტატო სპეციალისტების ხელშეკრულებები.

– ინფორმაციის გაცემაზე ეთქვა უარი (უარის საფუძველი: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44–ე მუხლი).

კომისიის უარი, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, არ გასაჩივრებულა, კომისიას გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაუწევია და, შესაბამისად, მეორე მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდის შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

ანგარიშის მომზადების მომენტისათვის (01.12.2016 წელი) კომისიაში შემოსული 179 კორესპონდენციიდან პასუხგაცემულია 179.

საანგარიშო პერიოდში კომისიამ მიიღო 2 გადაწყვეტილება, საკუთარი სხდომაზე საკითხების დახურვის თაობაზე. კერძოდ:

კომისიამ 2 სხდომაზე (N30, 21.04.15; N32, 28.04.2016) დახურული ფორმატით განიხილა საკითხი (შპს „მედიაფონისა“ და შპს „მედიაფონ დატაპროს“ მიერ, ერთობლივად მოქმედი, როგორც MEDIAFON-ის, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევ კონკურსში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე დაინტერესებული პირის - MEDIAFON-ის მოთხოვნის საფუძველზე).

საანგარიშო პერიოდში კომისიამ მიიღო 15 გადაწყვეტილება მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ:

1. N759/22, 03.12.15 – შპს

„საბავშვო ტელევიზია ცისარტყელას

მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ
;

2. N96/1 , 16.02.16 – ააიპ

„ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის

მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ;

3. N195/1, 24.03.16 – შპს

„იუ ტივის

მაუწყებლად ავტორიზაციის შესახებ;

4. N224/1, 07.04.16 – შპს

„ევრაზია XXI

-ს მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე;

5
. 256/1, 21.04.16
- შპს
„ბათუმი 777

-ის მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე

6. N272/1, 28.04.16 – შპს

„კვირა-ტვ

-ს მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე;

7. N294/1, 05.05.16 – შპს

„ლილო ტვ

-ს მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე;

8. N322/1, 25.05.16 – ააიპ

„თავისუფალი მედია სივრცის

მაუწყებლად ავტორიზაციის თაობაზე;

9. 350/1, 02.06.16
- შპს
„ტელე-რადიო კომპანია ექსკლუზივი ტივის

მაუწყებლად ავტორიზაციის თაობაზე;

10. 460/1, 07.07.16
- შპს
„მედია კორპორაციის

მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე;

11. 504/1, 21.07.16
- შპს „დისქავერი ჯორჯიას

მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე;

12. 526/1, 28.07.16
- ააიპ
„სიღარიბის დაძლევა და გადაუდებელი დახმარება დავით კინწურაშვილის საქველმოქმედო ფონდ მომავლის გზის

მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე;

13. 583/1, 25.08.16
- შპს „რაგბი ტვ“-ს მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე;

14. 647/1, 23.09.16
- შპს
„საქართველოს მედია ქსელის

მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე;

15. 735/1, 10.11.16
- შპს „ახალი რადიოს“ მაუწყებლად ავტორიზაციის განცხადების განხილვის თაობაზე.

ასევე მიიღო 14 გადაწყვეტილება ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირებთან დაკავშირებით:

1. N05/22, 05.01.16 - ააიპ


კავშირი გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრისთვის

მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;

2. N58/12, 28.01.16-ააიპ „ეროვნებათა საზოგადოებრივი კონგრესისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ავტორიზაციის გაუქმების შესახებ;

3. N64/22, 04.02.16 - შპს

„ჯეო ნეტისათვის

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ავტორიზაციის გაუქმების შესახებ;

4. N107/18, 18.02.16 – შპს „სკაილაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ავტორიზაციის გაუქმების შესახებ;

5. N155/3, 10.03.16
- შპს

სუფსა ტექნოკომის

ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე;

6. N156/3, 10.03.16
- შპს

ახალნეტის

ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე;

7. N157/3, 10.03.16
- ი/მ რაფაელ რაფაელიანი

POLITRON GEORGIA

-ს ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე;

8. N213/12, 05.04.16
- შპს
„ბათუმი 777

-სთვის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;

9. N238/22, 14.04.16
- შპს ,,ALTERVISION TV“ - სათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე;

10. 241/4, 14.04.16 - შპს „ნოვუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტისა და ავტორიზაციის გაუქმების შესახებ;

11. 242/12, 14.04.16
- შპს
„კვირა-ტვ

-სთვის მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;

12. 304/3, 11.05.16
- შპს ”რიმას

მაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე;

13. 477/3, 14.07.16
- შპს
„იმერ TV

-ის მაუწყებლობის ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერებისა და შპს „რეი ლაითის

, შპს
„ტვ XXI+

ის, შპს
„ეკონომისტთა და მეწარმეთა ფონდის

, შპს
„მიუზიკ ბოქს ჯორჯიას

, შპს
„ტელეკომპანია ქუთაისის

, შპს ნევერლენდ თივი Neverland TV

-ის და ფიზიკური პირების სოფიო კუჭავას და ჰამლეტ გეგიას მაუწყებლობის ავტორიზაციების შეჩერების თაობაზე;

14. 501/3, 21.07.16
- შპს „CTV-ჯორჯიას” ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ავტორიზაცია გაიარა 151–მა პირმა.

მოთხოვნის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე.

საანგარიშო პერიოდში კომისიამ მიიღო:

10 გადაწყვეტილება კომერციულ და ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ:

1. N38/20, 26.01.16 – რიგი ავტორიზირებული პირების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ;

2. N90/20, 11.02.16 - შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ;

3. N91/20, 11.02.16 -
შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ;

4. N120/20, 25.02.16 -
შპს „ჯეოსელის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ;

5. N158/20, 20.03.16 -
შპს „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ;

6. N258/20, 21.04.16 -
შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ;

7. N274/20, 28.04.16 -
შპს „მედიაფონის“ და შპს
„მედიაფონ დატაპროს

მიერ (ერთობლივად მოქმედი როგორც
„მედიაფონი

) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის ადმინისტრატორის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ;

8. N379/20, 09.06.16 -
შპს „კავკასუს ონლაინის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ;

9. N380/20, 09.06.16 -
ავტორიზებული პირი შპს „ენჯი სისტემსის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ;

10. N381/20, 09.06.16 -
ავტორიზებული პირი შპს
„G-Connect“-ის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ;

კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ კომისიამ მიიღო 1 გადაწყვეტილება
N778/22. 10.12.15 - შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ და შპს „სტუდია მაესტროს“, ასლის გადაღების გარეშე, უკან დაუბრუნდა მის მიერ 2015 წლის 16 ოქტომბრის განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის Nშ6/7828–15) წარმოდგენილი დოკუმენტაცია.

საანგარიშო პერიოდში მიღებულია 7 გადაწყვეტილება, რომელიც შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის 33-ე მუხლით განსაზღვრული საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნების წესის შესაბამისად, საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის (გადაწყვეტილებების საიდუმლო დანართები) ამოღების შემდეგ საიდუმლო საჯარო ინფორმაციის გონივრულ ფარგლებში გამოცალკევებადი ნაწილი გამოქვეყნდა კომისიის ოფიციალურ გვერდზე ინტერნეტში.

“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 13-ე მუხლის ბ) პუნქტისა და 29–ე მუხლის ბ) პუნატის, აგრეთვე “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ა) პუნქტის და მე-17 მუხლის შესაბამისად, კომისია სისტემატიურად აწარმოებს ავტორიზებულ პირთა და სალიცენზიო/სანებართვო უწყებრივ რეესტრებს, რომელიც მოიცავს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებში მოქმედი კომპანიების შესახებ საინფორმაციო ბაზას. ზემოაღნიშნული ბაზა შეიცავს აგრეთვე ინფორმაციას კომპანიების ავტორიზაციის, მინიჭებული სიხშირეების, სარგებლობაში არსებული ნუმერაციის რესურსის და სხვა მონაცემების თაობაზე.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოებული უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი 2006 წლიდან იწარმოება ელექტრონულ ფორმატში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანილი ინფორმაციის რაოდენობა და ტიპოლოგია მოიცავს როგორც „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ, ასევე დამატებით მონაცემებს.

2014 წლის 06 მაისს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელ წესებში“ შევიდა ცვლილება და განისაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი. ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, კომისია უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას საკუთარ ელექტრონულ რესურსზე (კომისიის ვებგვერდი - www.gncc.ge);

ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდს (www.gncc.ge).

კომისიის წარდგინებით „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის გათვალისწინებული მონაცემები შეიტანება სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.

კომისიაში შემოსულ ან მისი საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ საიდუმლო დოკუმენტაციის საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით საგანგებოდ დანიშნული პირი.

კომისიაში შემოსულ და კომისიის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სამართლებრივი, სალიცენზიო, ეკონომიკური და ტექნიკური მნიშვნელობის დოკუმენტები შედის კომისიის საარქივო ფონდში. საარქივო საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია თავმჯდომარის ბრძანებით საგანგებოდ დანიშნული პირი.

საანგარიშო პერიოდში დაარქივდა და კომისიის უწყებრივ არქივს გადაეცა 2000–2009 წლების დოკუმენტების საარქივო წესით დამუშავებული 1226 მმართველობითი და 73 პირადი შემადგენლობის შესახებ საქმეები;

საანგარიშო პერიოდში კომისიის მიერ განხორციელდა პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების 5 ფაქტი.

საანგარიშო პერიოდში კომისიის საშტატო ნუსხაში არსებულ ვაკანსიებზე მიღებულ 5 დასაქმებულზე კომისიის მიერ მოთხოვნილი, დამუშავებული და შენახული იქნა შემდეგი პერსონალური მონაცემები:

ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, ან Curriculum Vitae;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

განადგურდა კომისიაში დაცული ვადამოსული (2013 წლის ნომებრიდან 2014 წლის ნოემბრის ჩათვლით) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატელეფონო ტრაფიკის (გამავალი, შემავალი და შიდა ზარები) ამსახველი CDR–ები და შედგა განადგურების 13 ოქმი.

კომისია, ასევე, ასრულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნებს კომისიის
სხდომათა საჯაროობის თაობაზე.

კერძოდ:

ღიად და საჯაროდ წარმართავს თავის სხდომებს; ასრულებს მოთხოვნას საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე და ა.შ.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომისიის მიერ განხორციელებულ საქმიანობაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებისა, დაცულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის კ) ქვეპუნქტის, აგრეთვე “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნები, შესაბამისად ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების, აგრეთვე ტარიფების დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ეწყობა საჯარო განხილვები, ცნობები საჯარო განხილვების ჩატარების შესახებ და განსახილველი საკითხების პროექტები, დადგენილი წესის შესაბამისად, ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე. აღნიშნულ საკითხებზე ტარდება საჯარო ზეპირი მოსმენები (საანგარიშო პერიოდში კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ 55 ცნობა, ჩატარებულია 48 ზეპირი მოსმენის, 11 მოსამზადებელი და 89 სხდომა. კომისიის სხდომებზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერსებულ პირს. კომისიის მიერ მიღებული დადგენილებები, გადაწყვეტილებები და კომისიის თავმჯდომარის ბრძანებები ძირითადი საქმიანობის შესახებ, სისტემატურად ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე და, შესაბამისად, უზრუნველყოფილია მათი საჯაროობა.

კომისიის თავმჯდომარე                                                   ვახტანგ აბაშიძე