ბოლნისის რაიონული სასამართლოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№235
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის რაიონული სასამართლოს ანგარიში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  შესაბამისად  საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზ ე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია ბოლნისის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე - სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი პეტრე ყაველაშვილი.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას და სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას.

2015 წლის 08 დეკემბრიდან 2016  წლის 08 დეკემბრამდე ბოლნისის რაიონულ  სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 24 (ოცდაოთხი) განცხადება შემოვიდა, რომელთაგანაც 22 დაკმაყოფილდა სრულად, 2 დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ საჩივარი არ შემოოსულა.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა.

საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა.

სასამართლოს თავმჯდომარის მ/შ                                     თეა ლეონიძე