,,სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა მთავრობებს შორის საბაჟო საქმეებთან დაკავშირებით ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ`` ქ.იალტაში 2003 წლის 4 ივლისს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №656
2003 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა მთავრობებს შორის საბაჟო საქმეებთან დაკავშირებით ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ქ. იალტაში 2003 წლის 4 ივლისს ხელმოწერილი შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ. იალტაში 2003 წლის 4 ივლისს ხელმოწერილი შეთანხმება „სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა მთავრობებს შორის საბაჟო საქმეებთან დაკავშირებით ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (თ. ჯაფარიძე):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ხელმოწერის შესახებ;
ბ) შეატყობინოს სუუამის მონაწილე სახელმწიფოებს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი