„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ქ. თბილისში 2002 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№711
სარეგისტრაციო კოდი
480.610.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 184, 26/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №711

2007 წლის 25 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ ქ. თბილისში 2002 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ. თბილისში 2002 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი ოქმი „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოქმის ხელმოწერის შესახებ;

ბ) შეატყობინოს სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ოქმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.

ნ. ბურჯანაძე

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი