,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის N7 ბრძანებაში ცვლილებებისა შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№101
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.016434
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №101

2016 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014  წლის 29 იანვრის  №7 ბრძანებით (ვებგვერდი, 03/02/2014,  სარეგისტრაციო კოდი:  120340000.22.026.016229) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-4 მუხლის:

 

1. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. პირველი პუნქტის ,,ვ’’ და  ,,ზ’’  ქვეპუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) რეინჯერთა ბატალიონი;

ზ) მხარდამჭერი ბატალიონი;’’.

3. პირველ პუნქტს დაემატოს „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„თ) საფინანსო განყოფილება;

ი) იურიდიული განყოფილება.“.

4. მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-3 პუნქტს დაემატოს „ზ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ზ) ძალებში საქმისწარმოების (მათ შორის – საიდუმლო საქმისწარმოების) განხორციელება/კონტროლი, ასევე საფელდეგერო მომსახურება და ძალებში არსებული დოკუმენტაციის შენახვა/დაარქივება.“.

6. მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. რეინჯერთა ბატალიონის ფუნქციებია:

ა) სამთო, მკაცრ და შეზღუდულ გარემო პირობებში საბრძოლო და სხვა სახის მოქმედების შესაძლებლობა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე საცეცხლე მხარდამჭერი ქვედანაყოფის სახით;

ბ) სპეციალურ ოპერაციებს განკუთვნილი პირდაპირი მოქმედებების, ასევე  სპეციალურ ოპერაციათა დამხმარე ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) სრული სპექტრის ოპერაციების მსვლელობისას კონვენციურ ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობა

8. მხარდამჭერი ბატალიონის ფუნქციებია:

ა) ძალების ძირითადი დისლოკაციის ადგილების დაცვა და უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ძალებში ლოგისტიკური უზრუნველყოფის განხორციელება;

გ) ძალებზე დაქვემდებარებული ქვედანაყოფების სატრანსპორტო მომსახურება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ძალების პირადი შემადგენლობის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ძალებში ოპერატიული და ხარისხიანი კავშირგაბმულობის სისტემის განხორციელება.’’.

7. მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს 81 და 82 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„81. საფინანსო განყოფილების ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, ძალების მიერ განსახორციელებელ შესყიდვებზე ხელშეკრულებების მომზადება, მათი საფინანსო გათვლები და შესყიდვებისას განსახორციელებელი შესაბამისი პროცედურების ზედამხედველობა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ძალების საფინანსო უზრუნველყოფა, ასევე პროგრამირებისა და საბიუჯეტო გათვლების შესაბამისი დაგეგმვა.

82. იურიდიული განყოფილების ფუნქციებია:

ა) ძალების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, ძალებში შემოსული სამართლებრივი აქტების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დისციპლინური წარმოების სამართლებრივი უზრუნველყოფა.“ .

 

მუხლი 2
ბრძანება ძალაშია 2016 წლის 19 დეკემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი ბუთხუზი

რა შეცვალა ამ აქტმა (3 მუხლი)

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის N7 ბრძანებაში ცვლილებებისა შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის N7 ბრძანებაში ცვლილებებისა შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.12.2016.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის N7 ბრძანებაში ცვლილებებისა შეტანის თაობაზე“?
„,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის N7 ბრძანებაში ცვლილებებისა შეტანის თაობაზე“ მიღებულია 16.12.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №101. სარეგისტრაციო კოდი — 120340000.22.026.016434.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის N7 ბრძანებაში ცვლილებებისა შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის N7 ბრძანებაში ცვლილებებისა შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის N7 ბრძანებაში ცვლილებებისა შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.12.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 იანვრის N7 ბრძანებაში ცვლილებებისა შეტანის თაობაზე“, №101, 16.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016434 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3479870/