ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

შესაბამისად საჯარო ინფორმაციის

გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია ქუთაისის საქალაქო, ბაღდათის, წყალტუბოს და ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოებში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები: კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი ქრისტინე კოპალიანი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში სასამართლოს მენეჯერი, საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი ავთანდილ კვინიკაძე.

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, ქუთაისის საქალაქო, ბაღდათის, წყალტუბოს და ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოებში საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას და ა.შ.

2016 წლის განმავლობაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა ,,93” განცხადება, მათ შორის:

 

შემოსული განაცხადებებიდან 74 მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად, 13 განცხადება არ დაკმაყოფილდა, 4 განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 1 განცხადება გადაიგზავნა განსჯადობით, 1 განცხადება ფორმალური გაუმართაობის გამო დაუბრუნდა გამომგზავნს.

13 განცხადებიდან, რომლებზეც განმცხადებელს უარი ეთქვა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე: 9 მოთხოვნა ეხებოდა ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაცული არ იყო, მოთხოვნილი მონაცემი არ იყო დამუშავებული და სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები ასეთი ინფორმაციის აღრიცხვას არ ითვალისწინებს; 2 მოთხოვნა ეხებოდა ვიდეოჩანაწერის (კომპიუტერული მონაცემის) მიწოდებას, რისი გამოთხოვა ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ჩანაწერში პერსონალურ მონაცემთა დაშტრიხვა ტექნიკურად შეუძლებელია; 2 შემთხვევაში მოთხოვნილი იქნა კონკრეტული საქმეების მასალები იმ პირების მიერ, რომლებიც არ წარმოადგენდნენ მხარეს ან მხარის წარმომადგენელს, არ წარმოუდგენიათ ორივე მხარის თანხმობა ინფორმაციის გადაცემაზე, ასევე, ვინაიდან განმცხადებლები პირდაპირ უთითებდნენ საქმეში მონაწილე მხარეებს, მასალების პერსონალურ მონაცემთა იდენტიფიკაციის გარეშე გადაცემა იყო შეუძლებელი.

ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან შემოვიდა 10 განცხადება სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების და სასამართლოს გადაწყვეტილებების გადაგზავნის მოთხოვნით, რაც სრულად დაკმაყოფილდა.

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან არ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერის და კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსის მიერ.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებებზე პასუხების გაცემა მოხდა წერილობითი სახით ან ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში ერთი გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრდა. საჩივარი განხილული იქნა ზეპირი მოსმენით და იგი არ დაკმაყოფილდა.

საჯარო მოსამსახურის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ-ვებგვერდი -www.court.ge, რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი.

 

ქრისტინე კოპალიანი

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის

უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი