სს „მაუდის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სს „მაუდის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ

 

LANER HOLDING LIMITED-ი, როგორც სააქციო საზოგადოება „მაუდის“ (ს/კ 201955198) ჩვეულებრივი სახელობითი აქციების 95,730601%-ის მფლობელი, მოქმედებს რა საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 534 მუხლით მინიჭებული აქციათა სავალდებულო მიყიდვის (გამოსყიდვის) უფლებით, აცხადებს დანარჩენი აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული სს „მაუდის“ ჩვეულებრივი სახელობითი აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვის შესახებ.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ პერიოში), „მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 534 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, LANER HOLDING LIMITED-ი განცხადებით მიმართავს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს აქციათა სავალდებულო მიყიდვის და, შესაბამისად, აქციათა სამართლიანი ფასით გამოსყიდვის სააღრიცხვო დღის დადგენის შესახებ.

სს „მაუდის“ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, LANER HOLDING LIMITED-ი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებთან, სს „მაუდის“ სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ სს „მაუდის“ აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი თანხა სასამართლოს მიერ დადგენილ აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.

აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია: სს „მაუდის“ რესტრუქტურიზაცია, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის რეორგანიზაცია, მართვის ოპტიმიზაცია და შესაბამისად, მმართველობითი ხარჯების მინიმიზაცია.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ LANER HOLDING LIMITED-ის წარმომადგენელს - კობა კვანტალიანს მის: ა. წერეთლის გამზ №140. ტელ: 599-51-51-57 ელექტრონული მისამართი: kobakvantaliani@yahoo.com

აქციონერებს აქციებზე საკუთრების უფლება შეუძლიათ დააზუსტონ აქციათა დამოუკიდებელ რეგისტრატორთან შპს "ეროვნული რეესტრი" მის: ვაჟა-ფშაველას გამზ. №41 ტელ: 2-31-11-74

LANER HOLDING LIMITED-ის წარმომადგენელი                               

კობა კვანტალიანი