წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№14-უ.ს.შ.ს.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს

დადგენილება

წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 811 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:

1. წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტებიდან განხილვის პროცედურის გაგრძელება მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიცირებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ (№02-09-15/452, 31.10.2016).

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე                             დავით გაბაიძე

 

ჩაქვი,

2016 წლის 15 დეკემბერი

№14-უ.ს.შ.ს.