„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისა და გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის N160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№147/04
სარეგისტრაციო კოდი
220010040.18.011.016209
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №147/04

2016 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისა და გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის №160/01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისა და გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის №160/01 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის „უ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) სესხი – ეროვნული ბანკის რეფინანსირების სესხი და/ან ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი და/ან ერთდღიანი სესხი;“

2. მე-2 მუხლის „შ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შ) უზრუნველყოფის პორტფელი – კომერციული ბანკის მიერ ეროვნულ ბანკთან მონეტარული ოპერაციების წარმოებისას უზრუნველყოფად გამოსაყენებელი უცხოური ვალუტით დეპოზიტისა და ბანკის სასესხო აქტივების ერთობლიობა.”

3. მე-2 მუხლის „ც“ და „ძ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) უზრუნველყოფის ხელშეკრულების განახლების დღე – ყოველი თვის მეორე ოთხშაბათი (ან წინა საბანკო დღეს, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სამშაბათი იქნება არასაბანკო დღე), როდესაც ხდება ფინანსური გირაოს ხელშეკრულების შესაბამისად დაგირავებული სასესხო აქტივების განახლება;

ძ) თეორიული საბაზრო საპროცენტო განაკვეთი – ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიით გაანგარიშებული ფასიანი ქაღალდის შემოსავლიანობის საპროცენტო განაკვეთი.“.

4. მე-2 მუხლს „ხ“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის „ჯ“ და „ჰ“ პუნქტები:

„ჯ) გირაოს მარჟის ოდენობა – სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავებული უცხოური ვალუტის დეპოზიტის ლარის ეკვივალენტსა და სესხის ოდენობას შორის სხვაობა სესხის გაცემის დღის მდგომარეობით;

ჰ) გირაოს მარჟის მოთხოვნის ნიშნული – ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ნიშნული, რომლის მიხედვითაც ხდება გირაოს მარჟის მოთხოვნა.“.

5. მე-7 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აუქციონზე ვაჭრობა შესაძლებელია შემდეგი ფინანსური ინსტრუმენტებით:

ა) ფასიანი ქაღალდები;

ბ) რეფინანსირების სესხი და ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი;

გ) უცხოური ვალუტა სპოტი.

5. გაყიდვის აუქციონებს განეკუთვნება:

ა) რეფინანსირების სესხისა და ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის აუქციონი;

ბ) სადეპოზიტო სერტიფიკატების ემისიის აუქციონი;

გ) ფასიანი ქაღალდების გაყიდვის აუქციონი;

დ) უცხოური ვალუტის გაყიდვის აუქციონი.“

6. მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. აუქციონზე გამარჯვებული განაცხადების გამოვლენა ხდება შემდეგი წესის დაცვით:

ა) გაყიდვის აუქციონზე დაშვებული განაცხადები დალაგდება:

ა.ა) ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში:

ა.ა.ა) ერთი ფასიანი ქაღალდის გაყიდვის აუქციონის შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიხედვით;

ა.ა.ბ) ერთზე მეტი ფასიანი ქაღალდის გაყიდვის აუქციონის შემთხვევაში, თეორიულ საბაზრო საპროცენტო განაკვეთსა და განაცხადის საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობების ზრდის მიხედვით;

ა.ბ) რეფინანსირების სესხისა და ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის შემთხვევაში – საპროცენტო განაკვეთების კლების მიხედვით;

ა.გ) სავალუტო აუქციონის შემთხვევაში – უცხოური ვალუტის ფასის კლების მიხედვით;

ბ) ყიდვის აუქციონზე დაშვებული განაცხადები დალაგდება:

ბ.ა) ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში:

ბ.ა.ა) ერთი ფასიანი ქაღალდის ყიდვის აუქციონის შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთების კლების მიხედვით;

ბ.ა.ბ) ერთზე მეტი ფასიანი ქაღალდის ყიდვის აუქციონის შემთხვევაში, თეორიულ საბაზრო საპროცენტო განაკვეთსა და განაცხადის  საპროცენტო განაკვეთს შორის სხვაობების კლების მიხედვით;

ბ.ბ) სავალუტო აუქციონის შემთხვევაში – უცხოური ვალუტის ფასის ზრდის მიხედვით.“

7. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  ბანკებზე რეფინანსირების სესხს ეროვნული ბანკი გასცემს აუქციონის წესით.“.

8. მე-8 მუხლის მე-6-მე-11 პუნქტები ამოღებულ იქნას.

9. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 81 მუხლი:

„მუხლი 81. ერთთვიანი ღია ბაზრის ინსტრუმენტი

1. ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი წარმოადგენს ფულად–საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ახორციელებს ბანკებისათვის ფულადი რესურსის მიწოდებას საბანკო სისტემაში მოკლევადიანი ლიკვიდობის უზრუნველყოფისა და მისი მართვის გაუმჯობესების მიზნით.

2. ბანკებზე ღია ბაზრის ერთთვიან ინსტრუმენტს ეროვნული ბანკი გასცემს აუქციონის წესით.

3. აუქციონის წესით ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის გაცემის შესახებ ეროვნული ბანკის შეტყობინება მოიცავს:

ა) ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის აუქციონის ჩატარების თარიღსა და დროს;

ბ) აუქციონზე გამოტანილი ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის საერთო მოცულობას;

გ) ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის მინიმალურ წლიურ საპროცენტო განაკვეთს;

დ) ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის აღებისა და დაფარვის თარიღებს;

ე) ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტისა და მასზე დარიცხული პროცენტის თანაფარდობას სესხის უზრუნველყოფასთან;

ვ) ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის განაცხადის წარდგენის დროს და საშუალებას.

4. ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის ასაღებად განაცხადში ბანკმა უნდა მიუთითოს შემდეგი აუცილებელი ინფორმაცია:

ა) ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის მოცულობა;

ბ) ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის წლიური საპროცენტო განაკვეთი.

5. ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის ანგარიშსწორების დღეს, არაუგვიანეს შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებამდე, ეროვნული ბანკი ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის თანხას ჩარიცხავს ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე.

6. ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის დაფარვის ოპერაციებს ახორციელებს ეროვნული ბანკი უაქცეპტოდ, ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე არსებული ნაშთიდან, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის დაფარვის დღეს, არაუგვიანეს შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებამდე.

7. ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის დაფარვის დღეს, ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე საკმარისი ნაშთის არარსებობის გამო ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის არდაფარვის შემთხვევაში, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის სრულ თანხაზე ბანკს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ დაერიცხება ერთდღიანი სესხისათვის დადგენილი პროცენტი, რომლის დაფარვის ოპერაციას ახორციელებს ეროვნული ბანკი, უაქცეპტოდ, ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე არსებული ნაშთიდან.

8. ბანკს შეუძლია ეროვნული ბანკისგან ახალი სესხის აღება ეროვნული ბანკისაგან აღებული სესხის დასაფარად, ეროვნული ბანკისათვის მისაღები უზრუნველყოფის გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში ბანკის ანგარიშსწორების ანგარიშზე ახალი სესხის თანხის ჩარიცხვისთანავე ამ თანხით დაიფარება უკვე არსებული სესხი.“.

10. მე-10 მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტები ამოღებულ იქნას.

11. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4.  აუქციონზე ბანკების განაცხადების წარდგენა იწყება აუქციონის დღეს, აუქციონის დაწყებამდე 15 წუთით ადრე და წყდება აუქციონის დაწყების მომენტში.“.

12. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მონეტარული ოპერაციების უზრუნველყოფად გამოსაყენებელი ეროვნული ბანკისათვის მისაღები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სასესხო ფასიანი ქაღალდების და/ან იურიდიული პირების მიერ გამოშვებული ლარში დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდების და/ან კომერციული ბანკის სასესხო აქტივების ფინანსური გირაოს თითოეული ხელშეკრულების და ეროვნულ ბანკში დაგირავებული უცხოური ვალუტით დეპოზიტის მიხედვით, ეროვნული ბანკი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში ქმნის არამიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის ანალოგიურ ტექნიკურ საშუალებას, რომლის ღირებულება შეესაბამება ფინანსური გირაოს ხელშეკრულების და/ან დაგირავებული უცხოური ვალუტით დეპოზიტის თანხას ლარებში.“.

12. მე-15 მუხლს მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციით 21 პუნქტი:

„21. უცხოური ვალუტის დაგირავების შედეგად შექმნილი არამიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის ანალოგიური ტექნიკური საშუალებების გადაფასება, გაცვლითი კურსის ცვლილების გათვალისწინებით ხდება კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათს, ხოლო ბოლო გადაფასებიდან გაცვლითი კურსის 10% და მეტი პროცენტით ცვლილების შემთხვევაში უფრო ხშირად.“.

14. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. დეპოზიტი უცხოური ვალუტით

1. ეროვნული ბანკის სესხების უზრუნველყოფად გამოყენების მიზნით, ბანკის დეპოზიტი უცხოური ვალუტით განთავსებული უნდა იყოს ეროვნულ ბანკში შესაბამის სადეპოზიტო ანგარიშზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ განსაზღვრულ უცხოურ ვალუტაში;

2. ბანკის დეპოზიტი უცხოური ვალუტით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის უზრუნველყოფის საშუალებად;

3. იმ შემთხვევაში თუ ეროვნულ ბანკში განთავსებული უცხოური ვალუტით დეპოზიტი ან მისი ნაწილი ბანკის მიერ არ არის გამოყენებული სესხის უზრუნველყოფის საშუალებად, მაშინ ასეთ თანხას ან მის ნაწილს ბანკის მოთხოვნის საფუძველზე ეროვნული ბანკი ბანკს უბრუნებს საკორესპონდენტო ანგარიშზე ეროვნულ ბანკში;

4. იმ შემთხვევაში, თუ გაცვლითი კურსის ცვლილების შედეგად სესხის უზრუნველყოფად გამოყენებული უცხოურ ვალუტის დეპოზიტის ლარის ეკვივალენტი შემცირდა გირაოს მარჟის მოთხოვნის ნიშნულზე მეტად, ეროვნული ბანკი ბანკს მოსთხოვს სადეპოზიტო ანგარიშზე უცხოური ვალუტის დამატებას მარჟის სრულ ოდენობამდე შესავსებად, რაც ბანკმა უნდა უზრუნველყოს ორი საბანკო დღის განმავლობაში;

5. იმ შემთხვევაში, თუ გაცვლითი კურსის ცვლილების შედეგად სესხის უზრუნველყოფად გამოყენებული უცხოურ ვალუტის დეპოზიტის ლარის ეკვივალენტი გაიზარდა გირაოს მარჟის მოთხოვნის ნიშნულზე მეტად, ბანკის დავალების საფუძველზე ეროვნული ბანკი ბანკს უბრუნებს მარჟის თანხასთან შედარებით ზემდეტ უცხოურ ვალუტას ორი საბანკო დღის განმავლობაში;

6. ბანკის მიერ სასესხო დავალიანების არ დაფარვის შემთხვევაში, სასესხო დავალიანების დაფარვის თარიღის შემდგომ დღეს, ეროვნული ბანკი განახორციელებს იმ დღეს მოქმედი გაცვლითი კურსის მიხედვით სასესხო დავალიანების შესაბამისი ოდენობის უცხოური ვალუტის ჩამოჭრას ბანკის დაგირავებული დეპოზიტის ანგარიშიდან, რომლის შედეგად დარჩენილ ნაშთს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ეროვნული ბანკი ბანკს უბრუნებს საკორესპონდენტო ანგარიშზე ეროვნულ ბანკში.“.

15. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ბანკი, რომელსაც სურვილი აქვს საკუთარი სასესხო აქტივები გამოიყენოს ეროვნულ ბანკთან მონეტარული ოპერაციების უზრუნველსაყოფად, არაუგვიანეს ყოველი თვის მეორე სამშაბათისა (ან წინა საბანკო დღეს, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სამშაბათი იქნება არასაბანკო დღე), ეროვნულ ბანკს დოკუმენტური და ელექტრონული სახით წარუდგენს შესაბამისი სესხების მონაცემებს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმატით.“.

16. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ამ ბრძანების დაუყოვნებელი ამოქმედება განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად–საკრედიტო პოლიტიკის შეუფერხებლად და დროულად განხორციელების აუცილებლობით, ასევე კომერციული ბანკების საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე