საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო ინფორმაციის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წლიური ანგარიში
(2015წლის 10დეკემბრიდან 2016წლის 9დეკემბრამდე)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2016 წლის ანგარიშს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების თავიდან გამომდინარე, 2016 წლის საანგარიშო პერიოდში, წარმოდგენილ იქნა 117 განცხადება (საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე სამინისტროში მოთხოვნა არ შემოსულა). მათ შორის, ელექტრონული ფორმით შემოსული განცხადებების რაოდენობა შეადგენდა 21-ს. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ელექტრონული ფორმით წარმოდგენა უზრუნველყოფილია სამინისტროს ელექტრონული პორტალის მეშვეობით (http://www.moc.gov.ge/ka/sajaro-informacia ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად.
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში შემოსული 117 განცხადებიდან, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მიერ რეაგირება განხორციელდა ყველა მოთხოვნაზე. კერძოდ:
ა) საჯარო ინფორმაცია, განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად, გაიცა 97 შემთხვევაში;
ბ)მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ 14 შემთხვევაში;
გ) განხილვის პროცესშია 3 განცხადება;
დ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნებოდა 3განცხადება და შესაბამისად,განცხადებები გადაეგზავნა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს;
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემას უზრუვენლყოფდა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ს 2015 წლის 30 ნოემბრის №7487 ბრძანებით განსაზღვრული, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაზე პასუხისმგებელი პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დარახველიძე.
სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფები,მათთვის დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში,ახორციელებდნენ პერსონალური მონაცემების შეგროვებას,დამუშავებასა და შენახვას.სამინისტროში დაცულია პერსონალური მონაცემები, როგორც ელექტრონული,ისე მატერიალური სახით.სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში (eflow) ინახება ელექტრონული ფორმით არსებული პერსონალური მონაცემები, რომლებსაც განმცხადებელი უთითებს მის მიერ წარმოდგენილ განცხადებაში. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ მოსამსახურეებს,რომლებსაც მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე,მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება.დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით,რაც,თავის მხრივ,გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.
სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებასთან, დამუშავებასთან, შენახვასა და სხვისთვის გადაცემასთან დაკავშირებით წარმოება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის მოთხოვნათა შესაბამისად. აღნიშნული და ასევე სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული „სამართლებრივი დახმარების“ რეგულაციების შესაბამისად).
2016 წლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, არ გამოვლენილა„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“მე-3თავის მოთხოვნათა დარღვევისა და ამ საფუძვლით პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელების დადების ფაქტი.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გაცემაზე უარის თქმისას ან/და საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სამინისტრო ეყრდნობოდა საქართველოს კონსტიტუციასა და „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს“, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილების, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილებისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილების მოთხოვნებს.
წლის განმავლობაში, არ დაფიქსირებულა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტი.
2016 წლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სამინისტროს მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები სამინისტროს არ გაუწევია.