„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №55 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №160 |
|
2016 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
გენერალური ინსპექციის ფუნქციებია:
ა) სამინისტროს გამგებლობის სფეროში სისტემური მონიტორინგის განხორციელება ამ დებულებით დადგენილი წესით, მონიტორინგის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება და სისტემური მონიტორინგის ანგარიშის (შემდგომში – ანგარიში) მომზადება;
ბ) სამინისტროს გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის კონტროლი, შესაძლო დარღვევის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, ამ დებულებით დადგენილი წესით და შესაბამისი რეაგირების განხორციელება;
გ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამსახურებრივი მოვალეობებისა და მოთხოვნების შესრულებისა და დისციპლინის დაცვის კონტროლი. დარღვევის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირების განხორციელება;
დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირების განხორციელება, აგრეთვე ამ მიზნით მოსამსახურეთა პერიოდული შემოწმება;
ე) სამინისტროს სისტემაში ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
ვ) სისტემური მონიტორინგისა და სამსახურებრივი შემოწმების დროს აღმოჩენილი ხარვეზებისა და პრობლემების ანალიზი და მათი აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
ზ) სისტემური მონიტორინგისა და სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე, ამ დებულებით დადგენილი წესით, სამინისტროს გამგებლობის სფეროში არსებული ვითარების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და საჯაროდ გამოქვეყნება;
თ) დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტის მიერ ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლი;
ი) დაწესებულებაში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების კონტროლი;
კ) დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში/სამედიცინო ნაწილში სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი;
ლ) დაწესებულებასა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ფარმაცევტული პროდუქტის, სამედიცინო სახარჯი მასალის და დამხმარე საშუალებების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაციაში აღრიცხვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად წარმოების კონტროლი;
მ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ასევე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობა;
ნ) სამინისტროში შემოსული და გენერალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხების მომზადება;
ო) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებული ცალკეული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.“.
2. მე-9 მუხლის დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველო.“.
3. მე-12 მუხლის:
ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გენერალური ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით, უზრუნველყოფს:
ა.ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სამსახურებრივი მოვალეობებისა და მოთხოვნების შესრულების კონტროლს;
ა.ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის ზედამხედველობას;
ბ) ამ დებულებით დადგენილი წესით ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას:
ბ.ა) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დარღვევების გამოვლენისას;
ბ.ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის სავარაუდო ფაქტებზე;
ბ.გ) სამინისტროს სისტემაში ინტერესთა შეუთავსებლობის სავარაუდო ფაქტებზე;
ბ.დ) მოსამსახურის სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან წასვლის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ შინაგანაწესის დარღვევის ფაქტებზე.“.
ბ) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) შეიმუშავებს შესაბამის დასკვნასა და მოხსენებით ბარათს ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე.“.
4. მე-12 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „121“ მუხლი:
„მუხლი 121
1. სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველო, საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, წარმოადგენს სამედიცინო სერვისების მაკონტროლებელ სტრუქტურულ ერთეულს და მისი საქმიანობის სფეროა:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტის მიერ ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლი;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დადგენილი სტანდარტების განხორციელების კონტროლი;
გ) დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტის მოსამსახურეთა სახელმწიფო სერტიფიკატების შესაბამისობის კონტროლი მათ მიერ განხორციელებულ საექიმო საქმიანობასთან და საჭიროების შემთხვევაში, ექიმთა პროფესიული საქმიანობის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს – სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წინაშე;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში მცდარი სამედიცინო ქმედების, მედიკამენტების არარაციონალური ან არამიზნობრივი გამოყენების, სამედიცინო დახმარების დაგვიანებით მიწოდების შემთხვევების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ე) დაწესებულებაში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გარდაცვალების საეჭვო შემთხვევების, კომპეტენციის ფარგლებში, განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ვ) დაწესებულებაში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების კონტროლი;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
თ) დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში/სამედიცინო ნაწილში/პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტში სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების პერიოდული და შერჩევითი კონტროლი;
ი) უწყებრივი სანიტარიული ზედამხედველობის, ეპიდსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელების კონტროლი;
კ) წელიწადში არანაკლებ ერთხელ, დაწესებულებასა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში კონტროლს უწევს საექიმო-სამედიცინო პუნქტის/სამედიცინო ნაწილის/პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტის მიერ ფარმაცევტული პროდუქტის, სამედიცინო სახარჯი მასალისა და დამხმარე საშუალებების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაციაში აღრიცხვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად წარმოების კონტროლი;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში არსებული აფთიაქის/წამლის სამარაგოს კონტროლი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;
მ) დაწესებულების აფთიაქის/წამლის სამარაგოს მიერ მოთხოვნილი მედიკამენტების მიზანშეწონილობის პერიოდული და შერჩევითი შესწავლა;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პენიტენციური დაწესებულებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში/სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაუდებელი წესით გაყვანა/გადაყვანის საფუძვლიანობის პერიოდული და შერჩევითი შესწავლა;
ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პენიტენციური დაწესებულებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში/სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გეგმური წესით გაყვანა/გადაყვანის შესახებ სამედიცინო პროგრამაში რიგითი ნომრის მინიჭებისა და განხორციელებული გაყვანა/გადაყვანის პერიოდული და შერჩევითი შესწავლა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სფეროში შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული საჩივრების/განცხადებების განხილვა/რეაგირება;
რ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება.
2. სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას ახორციელებს ამ დებულებით დადგენილი წესით. კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შედეგად ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას და ადგენს ანგარიშს, დასკვნას, მოხსენებით ბარათს ან ცნობას.
3. სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამმართველო, ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს.“.
5. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ამ დებულებით დადგენილი წესით, აგრძელებს სამსახურებრივი შემოწმების ან/და სისტემური მონიტორინგის ვადას;
ვ) ამ დებულებით დადგენილი წესით აერთიანებს ან გამოყოფს შემოწმების მასალებს, წყვეტს ან აჩერებს სამსახურებრივ შემოწმებას ან/და სისტემურ მონიტორინგს;“.
6. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურებრივი შემოწმების ვადის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს. საჭიროების შემთხვევაში, მოტივირებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გენერალური ინსპექციის უფროსს/უფროსის მოადგილეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება 3 თვემდე.“.
7. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19
სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ცნობები სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა წერილობითი განცხადებები/საჩივრები, სამსახურებრივი შემოწმების/სისტემური მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი დარღვევები, სასამართლოს (მოსამართლის) განჩინებები, კერძო განჩინებები, გადაწყვეტილებები (დადგენილებები), სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ან სხვა საშუალებით მიღებული ინფორმაცია ან/და ანგარიშში ასახული ფაქტები.“.
8. 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საჭიროებისამებრ, გამოიძახოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი მოსამსახურე, მიიღოს მისგან ახსნა-განმარტება. გენერალური ინსპექციის გამოძახების შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია გამოცხადდეს გენერალურ ინსპექციაში. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.“.
9. 22-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურებრივი შემოწმების დროს გენერალური ინსპექციის კანონიერი მოთხოვნა, მითითება ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის. გენერალური ინსპექციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გენერალური ინსპექციის წერილობით მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს შესრულების გონივრული ვადა.“.
10. 23-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) წინასწარ განუმარტოს პირს, რომელიც არ არის სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, მისი უფლება უარი თქვას ახსნა-განმარტების მიცემაზე ან გასაუბრებაზე, რაც ფიქსირდება შესაბამის ოქმში;“.
11. 23-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 მუხლი:
„მუხლი 231
გენერალური ინსპექციის მოსამსახურე გამოსაკითხ პირს იძახებს უწყებით, ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალებით. გამოძახების შესახებ უწყებაში/სხვა შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) გენერალური ინსპექციის მოსამსახურის ვინაობა, ვინც მოახდინა პირის გამოძახება;
ბ) გამოძახებული პირის ვინაობა;
გ) გამოძახების მიზეზი;
დ) ადგილი, სადაც უნდა გამოცხადდეს გამოძახებული პირი;
ე) ზუსტი დრო, როდესაც უნდა გამოცხადდეს გამოძახებული პირი.
12. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 25
1. სამსახურებრივი შემოწმება შეიძლება შეჩერდეს, გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მოტივირებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გენერალური ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით.
2. სამსახურებრივი შემოწმების შეჩერების საფუძვლებია:
ა) პირის ავადმყოფობა, რაც დადასტურებულია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების, ან ექიმის ცნობით – ამ ფაქტის დადგენიდან, ან ინფორმაციის მიღებიდან, მის გამოჯანმრთელებამდე;
ბ) თუ მოსამსახურემ ჩაიდინა იმ სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელზეც შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას ესაჭიროება საექსპერტო დასკვნა – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, აგრეთვე თუ მოსამსახურის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა – საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
გ) გადაულახავი გარემოებები, რომელთა აღმოფხვრამდე, ობიექტური გადაწყვეტილების მიღება ვერ ხერხდება.
3. სამსახურებრივი შემოწმების/სისტემური მონიტორინგის შეჩერებისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის დინება ჩერდება.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული გარემოებების აღმოფხვრისთანავე, სამსახურებრივი შემოწმება განახლდება გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მოტივირებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გენერალური ინსპექციის უფროსის თანხმობით. სისტემური მონიტორინგის შეჩერების, განახლების ან შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი გენერალური ინსპექციის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
5. გადაწყვეტილება სამსახურებრივი შემოწმების შეწყვეტის ან სამსახურებრივი შემოწმების შედეგად შედგენილი დასკვნის გაუქმების შესახებ წერილობით უნდა შეთანხმდეს მინისტრთან.“.
13. 25-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 251 მუხლი:
„მუხლი 251
1. სამსახურებრივი შემოწმებისას ერთსა და იმავე გარემოებებზე, ერთსა და იმავე პირის (ან პირზე, პირებზე) განცხადება, საჩივარი, წერილი, ინფორმაცია ან/და სხვა დოკუმენტი გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მოხსენებითი ბარათისა და გენერალური ინსპექციის უფროსის თანხმობით შესაძლებელია გაერთიანდეს ერთ წარმოებად.
2. სამსახურებრივი შემოწმებისას, გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მოხსენებითი ბარათისა და გენერალური ინსპექციის უფროსის თანხმობით, შესაძლებელია შემოწმების მასალებიდან ცალკე წარმოებად გამოეყოს მასალები იმ პირთა მიმართ ან/და იმ ფაქტზე, (ფაქტებზე) რომელიც სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოვლინდა და მიმდინარე შემოწმებასთან არ აქვს კავშირი. ასეთ შემოთხვევაში, ცალკე წარმოებად გამოყოფილ მასალებზე ტარდება სამსახურებრივი შემოწმება ამ დებულებით დადგენილი წესით.“.
14. 27-ე მუხლის „გ" ქვეპუნქტი ჩამოუალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მოპოვებული მასალები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაუგზავნოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს, რის თაობაზეც მოხსენებითი ბარათით აცნობებს მინისტრს;".
15. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხებისა, სისტემური მონიტორინგის გეგმა, შეიძლება ითვალისწინებდეს თემატურ სისტემურ მონიტორინგს - სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ.“;
16. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გეგმური სისტემური მონიტორინგის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი თვით ადრე, გენერალური ინსპექციის უფროსი შესამოწმებელი ობიექტის ხელმძღვანელს აცნობებს მოსალოდნელი გეგმური მონიტორინგის თაობაზე და უგზავნის სისტემური მონიტორინგის პროგრამას.
17. 34-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) შეუზღუდავად გაეცნოს მონიტორინგის პროგრამით განსაზღვრულ საკითხებზე დაწესებულებაში არსებულ დოკუმენტაციას და დაწესებულებაში დაცულ სხვა ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში, გენერალური ინსპექციის უფროსის წერილობითი თანხმობით, დაუბრკოლებლად გადაიღოს ასლები. ასევე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეცნოს საიდუმლო ინფორმაციას, საიდუმლოების შესაბამის კატეგორიაზე დაშვების დონის შესაბამისად;“;
ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სისტემური მონიტორინგის პროცესში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეატყობინოს სამართალდამცავ ორგანოებს, რის თაობაზეც მოხსენებითი ბარათით აცნობებს მინისტრს.".
18. 35-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები:
„51. გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების ან/და სისტემური მონიტორინგის ჩატარებისას გამოვლენილ ხარვეზებზე და პრობლემების აღმოფხვრის გზების თაობაზე გაცემული რეკომენდაციების განხილვა სავალდებულოა სამინისტროს სისტემის ყველა მოსამსახურისა თუ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელი პირებისთვის.
52. გენერალური ინსპექციის რეკომენდაციის განხილვის შედეგებზე, სამინისტროს სისტემის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელი პირები, გენერალურ ინსპექციას ინფორმაციას აწვდიან რეკომენდაციის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, თუ სხვა ვადა არაა დაწესებული.“.
|