„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №72 |
|
2023 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 23/02/2015, 140130000.22.034.016412) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:
1. მე-5 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ადმინისტრაცია (სამმართველო);“; ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო;“. 2. მე-6 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ადმინისტრაცია (სამმართველო)“; ბ) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ადმინისტრაცია: ა) ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის გატარების მიზნით თანამშრომლობს სამინისტროს იმ ქვედანაყოფებთან, რომლებიც ასრულებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციას; ბ) უზრუნველყოფს საგანგებო დანიშნულების ერთიანი ნომრის ფუნქციონირებას, აღნიშნულ სატელეფონო ნომერზე შემოსული ინფორმაციის (შეტყობინების) დამუშავებას, ქვემდებარეობის განსაზღვრას და ადრესატისთვის დროულ მიწოდებას; კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი კონსულტაციის გაწევას და აუცილებელი პირველადი ინფორმაციის მიწოდებას; შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას; გ) უზრუნველყოფს გენერალურ ინსპექციაში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას, დამუშავებას და დანიშნულებისამებრ გადაგზავნას, საიდუმლო საქმისწარმოებას; დ) ორგანიზებას უწევს გადაცემული მატერიალური ფასეულობების მიღებას, აღრიცხვას და შენახვას, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა მოთხოვნით მატერიალური ფასეულობების მიწოდებას, შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოებას; ე) გენერალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.“. 3. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „მუხლი 61 საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო: ა) უზრუნველყოფს გენერალური ინსპექციის დანაყოფების მიერ წარმოებული მუშაობის შედეგების სტატისტიკურ ანალიზს; ბ) გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრის შესწავლის მიზნით აწარმოებს ანალიტიკურ მუშაობას; გ) გენერალური ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.09.2023.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.09.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №72. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.017400.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.09.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის №123 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №72, 18.09.2023, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017400 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5921127/