ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიში
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად გაცნობებთ:
ა) 2016 წლის განმავლობაში ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 57 განცხადება;
ბ) მუნიციპალიტეტის გამგებლისა და გამგეობის იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებით 52 განცხადება დაკმაყოფილდა;
გ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი ეთქვა 5 განცხადებას შემდეგი საფუძვლით: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადეგნილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა“ ამავე კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალურის მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე, თანამდებობის პირთა (აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა) პერსონალური მონაცემების გარდა“.
დ) 2016 წლის განმავლობაში შეგროვდა საჯარო მონაცემთა ბაზა და საჯარო დაწესებულებათა პერსონალური მონაცემები ინახება მუნიციპალიტეტის გამგეობაში;
ე) საჯარო მოსამსახურეთა მიერ კოდექსის მოთხოვნები არ დარღვეულა;
ვ) საჯარო ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემაზე თანხა არ გადახდილა
გამგებელი ილია მზექალაშვილი