„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (10)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №39 |
|
2016 წლის 23 დეკემბერი დაბა თიანეთი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 3 634,0 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარებში
|
განისაზღვროს თიანეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახადები 400,0 ათასი ლარის ოდენობით.
ათას ლარებში
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3 020,0 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარებში
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 214.0 ათასი ლარის ოდენობი:
ათას ლარებში
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 3 593,8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 40,2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ათას ლარებში
|
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 40,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე 2017 წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
(პროგრამული კოდი 02 00)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით თიანეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანპორტირების უზრუნველყოფა.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის თიანეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა მობილიზება და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში იგეგმება კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეკონსტრუქციასა და ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების, აგრეთვე, კეთილმოწყობის ღონისძიებების და ადგილობრივი მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების უზრუნველყოფის დაფინანსება.
პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გარე განათების ელექტრო ენერგიით უზრუნველყოფის ხარჯი; წყლის სისტემის არსებული ქსელის მოვლა-შენახვასა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები; თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, აგრეთვე იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის დადგენილი სტანდარტების სასმელი წყლის მიწოდების უზრუნველყოფის და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური შენობების რეაბილიტაციის ღონისძიებები.
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების სისტემის მოწყობის და ელექტრო ენერგიით უზრუნველყოფის ხარჯი.
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება წყლის სისტემების მოწყობა, მოვლა-პატრონობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური შენობების, კერძოდ საბავშვო ბაღების და ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, აგრეთვე იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის დადგენილი სტანდარტების და ხარისხის სასმელი წყლის მიწოდება, მათთვის საჭირო ინფორმაციითა და ხელსაყრელი პირობებით უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე წყალსადენის სისტემების მოვლა-შენახვა, აღდგენითი და სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების ჩატარება.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომ ფასებში გადაადგილების მიზნით პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება, რომელიც მნიშვნელოვნად გაუადვილებს და ეკონომიკურ მდგომარეობას შეუმსუბუქებს მოსახლეობის იმ კატეგორიას, რომელთაც ხშირად უწევთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებული გზების, სკვერების, ბაღების და პარკების მოწყობა, მოვლა-შენახვა.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებული სკვერების, ბაღების, დასასვენებელი პარკების მოწყობა.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ა(ა)იპ „თიანეთის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ დაფინანსება, რომლის ფუნქციონირების მიზანს წარმოადგენს:
· თიანეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების, ქუჩების, სანიტარული დასუფთავების ორგანიზება, მოსახლეობის საბინაო კომუნალური მომსახურების და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის უზრუნველყოფა, ასევე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დასუფთავება;
· მუნიციპალიტეტის შიდა სარგებლობის, მუნიციპალური დანიშნულების გზებისა და ტროტუარების მოვლა-პატრონობა, შეკეთება და ექსპლოატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში შენარჩუნება;
· ხიდების, ბოგირების, მდინარეთა ჯებირებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთებისა და ექსპლოატაციის უზრუნველყოფა;
· გარე განათების სისტემის მოწყობა-ექსპლოატაცია;
· გამწვანებითი სამუშაოების წარმოება, სკვერების, პარკების მოწყობა და მოვლა დასუფთავება;
· ქუჩების და ტროტუარების თოვლისა და ყინულის საფარისაგან გაწმენდა;
· ქარსაცავი ზოლების და მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში კერძო საკუთრების გარეთ მდებარე ხეების მოვლა-პატრონობა, მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე დაზიანებული, ექსპლოატაციისათვის უვარგის და საფრთხის შემცველი ხეების მოჭრა და ახლით ჩანაცვლება;
· სასაფლაოების მოვლა-დასუფთავება;
· პროგრამის ფარგლებში ფინანსდება აგრეთვე ა(ა)იპ თიანეთის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ადმინისტრაციული ხარჯები:
აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა(ა)იპ თიანეთის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის ადმინისტრაციული ხარჯები.
აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება თიანეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების, ქუჩების, სკვერების სანიტარული დასუფთავების ორგანიზება, მოსახლეობის საბინაო კომუნალური მომსახურების და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის დასუფთავება;
აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება მუნიციპალიტეტის შიდა სარგებლობის, მუნიციპალური დანიშნულების, შიდა სასოფლო და სოფლებს შორისი გზებისა და ტროტუარების მოვლა-პატრონობის, შეკეთების და ექსპლოატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის, ქუჩების და ტროტუარების თოვლისა და ყინულის საფარისაგან გაწმენდა; ასევე ხიდების, ბოგირების, მდინარეთა ჯებირებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთებისა და ექსპლოატაციის უზრუნველყოფისათვის გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსება;
აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება გარე განათების სისტემის მოწყობა, მოვლა-შენახვის და ექსპლოატაციის ღონისძიებები;
აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებშიიგეგმება გამწვანებითი სამუშაოების წარმოება, სკვერების, პარკების მოწყობა, მუნიციპალიტეტის შესასვლელების მოწესრგება და კეთილმოწყობა, ქარსაცავი ზოლების და მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში კერძო საკუთრების გარეთ მდებარე ხეების მოვლა-პატრონობა, მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე დაზიანებული, ექსპლოატაციისათვის უვარგისი და საფრთხის შემცველი ხეების მოჭრა და ახლით ჩანაცვლება;
აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები.
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება,
მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს თხუთმეტი საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 400 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს,
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ „სპორტული კლუბი თიანეთი“, რომლის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს კლუბის წევრებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდების ფიზიკურ აღზრდასა და მომზადებას, სპორტული შეჯიბრებების და ასპარეზობების გამართვას.
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს მათ შენარჩუნებას და შემდგომში განვითარებას.
თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების, მხარის ღირსეულად წარმოჩენისა და ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების დაინტერესების მიზნით იგეგმება კულტურული ღონისძიებების: კონცერტების, კონკურსების, მხატვრული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვის, სპორტული ასპარეზობების და სახალხო დღესასწაულების მოწყობა-ორგანიზება.
თიანეთის მუნიციპალიტეტში 2017 წელს გაგრძელდება ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლების ხელშეწყობა. დ. თიანეთში ფუნქციონირებს ა.(ა.)ი.პ.„თიანეთის ნიკო ქუმსიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა“. სკოლის დაფინანსება ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური, ზნეობრივი და კულტურული განვითარების მიზნით, ისევე როგორც გასულ წლებში 2017 წელს გაგრძელდება ადგილობრივი უკვე არსებული ბიბლიოთეკების დაფინანსება
ქვეპროგრამის ფარდგლებში ფინანსდება ა.(ა.)ი.პ „თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი“, რომელიც ორგანიზებას უწევს თეატრალურ და მუსიკალურ ღონისძიებებს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა საღამოებს და საქველმოქმედო კონცერტებს.
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ა.(ა.)ი.პ „თიანეთის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანება“, რომელიც აერთიანებს მირზა გელოვანის სახელობის სახლ-მუზეუმს და თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, მუზეუმების დაფინანსება ხელშეუწყობს ადგილობრივი და ტრადიციული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება თიანეთის მუნიციპალიტეტის ა.(ა.)ი.პ „გაზეთი თიანეთის მომავალი“. აღნიშნული ქვეპროგრამა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფორმაციის გავრცელებას და ზოგადად კულტურის განვითარებას.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია- მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
· გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები;
· იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა;
· იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა;
· პარაზიტული დავადებების ეპიდკვლევა, დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა;
· საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და პიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების ხელშეწყობა;
· მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯამრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა და ხელშეწყობა.
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რაც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მკურნალობის და ოპერაციების ჩატარების ხარჯების დაფინანსება. აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა.
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში);
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 46 ბენეფიციარის ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა.
განისაზღვროს მუნიპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
|