„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №51 |
|
2016 წლის 26 დეკემბერი ქ. ბოლნისი |
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.“
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლს დაემატოს „ზ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) გამგებლის საქმიანობის ანგარიშების, პრესრელიზების მომზადებასა და გამოქვეყნებას; მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირებას; მედიასაშუალებებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობების წარმართვას; მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებასა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდებას; მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას.“.
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-91 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 91. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) გამგებლის სამუშაო თათბირების ორგანიზებას, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარებას;
ბ) გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებასა და გამოქვეყნებას;
გ) გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამულ უზრუნველყოფას; გამგეობის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას, თვითმმართველი ერთეულის მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზებას;
დ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონსულტაციებისა და განმარტებების მიცემას;
ე) მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებების, პრეს-რელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებასა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისათვის მიწოდებას;
ვ) მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობას პრესკონფერენციების, ბრიფინგებისა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით გამგეობის საზოგადოებრივი ღონისძიებების დაგეგმვას, განხორციელებასა და კონტროლს;
ზ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე სხვადასხვა პროცესების, მათ შორის, რეფორმის მიმდინარეობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას;
თ) მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განსათავსებელი მასალების მომზადებას, ადმინისტრირებასა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას;
ი) პიარის დაგეგმვას და მედია საშუალებებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობების წარმართვას;
კ) მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების პრეს-კონფერენციების მომზადებას;
ლ) სატელეფონო საშუალებებით მიღებული ინფორმაციის დამუშავებას (ცხელი ხაზის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა);
მ) მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციის ზედამხედველობას, ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზების კონტროლს;
ნ) მუნიციპალიტეტში მიმდინარე ღონისძიებების პრეზენტაციას;
ო) ბოლნისის მუნიციპალიტეტის საქმიანობის გაშუქებით დაინტერესებული ნებისმიერი ჟურნალისტისათვის ინფორმაციის მიწოდებას;
პ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან და თანამდებობის პირებისაგან ინფორმაციის ან კომენტარის მოპოვებაში ჟურნალისტებისათვის ოპერატიული დახმარების გაწევას ;
ჟ) გამგებლის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მომზადებასა და გამოქვეყნებას;
რ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებასთან დაკავშირებული პროექტების მომზადებას;
ს) საგარეო ვიზიტების ორგანიზებას .“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.02.2017.
- როდის იქნა მიღებული „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.12.2016. მიმღები ორგანო — ბოლნისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №51. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.158.016323.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 06.02.2017-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.02.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №51, 26.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.158.016323 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3504533/