ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ა ნ გ ა რ ი შ ი
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ 2016 წლის 09 დეკემბრის მდგომარეობით
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ხელმძღვანელობს რა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებით, გარკვეულ მუშაობას ატარებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი - ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის საქმისწარმო ე ბის განყოფილების მთავარი სპეციალისტი. დამტკიცებულია საჯარო ინფორმ ა ციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სამსახურებრივი ინსტრუქცია, საინფორმაციო დაფაზე განთავსებულია პასუხისმგებელი პირის ვინაობა და საკონტაქტო ტელეფონები, სამსახურებრივი ინსტრუქცია და საქართველოს კანონი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ".
2016 წლის 09 დეკემბრის მდგომარეობით, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულია 851 მომართვა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით. ამათგან, 827-ზე (24 დამუშავების პროცესშია) გაცემულია საჯარო ინფორმაციები ზოგადი ადმინისტრ ა ციული კოდექსის მოთხოვნების დაცვით. გაცემული ინფორმაციების ქსეროასლების რაოდ ე ნობა შეადგენს A4 ფორმატის 58147 გვერდს, გადახდილია საჯარო ინფორმ ა ციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებელი თანხა 2097.37 ლარის ოდენობით. ადგილი არ ჰქონია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმას, შესაბამისად, გასაჩივრების ფაქტებიც არ დაფიქსირებულა.