ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ა ნ გ ა რ ი შ ი
ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ 2016 წლის 09 დეკემბრის მდგომარეობით
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს 2016 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ხელმძღვანელობს რა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნებით, გარკვეულ მუშაობას ატარებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.დადგენილია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი – ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი. დამტკიცებულია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სამსახურებრივი ინსტრუქცია. ს აინფორმაციო დაფაზე განთავსებულია პასუხისმგებელი პირის ვინაობა და საკონტაქტო ტელეფონები, სამსახურებრივი ინსტრუქცია და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი.
2016 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე შემოსულია 36 მომართვა საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დაცვით:
- გაცემულია ინფორმაციების ელექტრონული ვერსიები დაინტერესებულ პირთა მიერ წარმოდგენილ2 ელექტრონულ ფოსტებზე. საჯარო ინფორმაციების ქსეროასლების (ქაღალდური ვერსიის) გაცემაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
- პერიოდულად ხდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტების განთავსება საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.batumicc.ge.
საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის და გასაჩივრების არც ერთ ფაქტს არ ჰქონია ადგილი.