ა)  ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის  საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

გ) ზედამხედველობს  სამსახურის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) ანგარიშვალდებულია სამსახურის მუშაობისათვის;

ვ) წარმოადგენს სამსახურს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სამსახურის სახელით წარუდგენს დასკვნებს  მინისტრს;

ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანათა შესასრულებლად;

ი) შუამდგომლობს სამსახურის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

კ) ხელს უწყობს პროფესიული ხელოვნების დარგების განვითარებას, პროფესიონალ შემოქმედთა, ინდივიდუალურ შემსრულებელთა და შემოქმედებითი კოლექტივების მუშაობას და მათი მიღწევების პოპულარიზაციას;

ლ) ახორციელებს საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების დაგეგმვას, ორგანიზებას და მონიტორინგს;

მ) ხელს უწყობს პროფესიონალ შემოქმედთა, ინდივიდუალურ შემსრულებელთა და შემოქმედებითი კოლექტივების მუშაობას (საგასტროლო და საკონცერტო, საკონკურსო და საფესტივალო, საგამოფენოდა ა.შ. მოღვაწეობა) და უზრუნველყოფს მათი მიღწევების პოპულარიზაციას;

ნ) გეგმავს და ახორციელებს კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებს;

ო) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და  სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის ცალკეულ დავალებებს.

2. სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის  შემთხვევებში,  მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის  უფროსის მოადგილ