ა) პროფესიული ხელოვნების დარგების (თეატრალური, მუსიკალური, სახვითი, კინო, ქორეოგრაფიული) განვითარების სტრატეგიის შემუშავება, პროფესიონალ შემოქმედთა, ინდივიდუალურ შემსრულებელთა და შემოქმედებითი კოლექტივების მუშაობის (საგასტროლო და საკონცერტო, საკონკურსო და საფესტივალო, საგამოფენო და ა.შ. მოღვაწეობა) ხელშეწყობა და მიღწევების პოპულარიზაციის უზრუნველყოფა; სხვადასხვა თაობის ხელოვანებისათვის საკუთარი შემოქმედებისა და კულტურული ინიციატივების წარმოჩენის შესაძლებლობის მიცემის ხელშეწყობა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
ბ) ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა;
გ) სახელმწიფო ცერემონიების და რიტუალების, კულტურული ღონისძიებების, გამოჩენილ შემოქმედთა საიუბილეო საღამოებისა და მათი შემოქმედებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება-მოწყობა; კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ახალგაზრდა შემოქმედთა, განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
დ) სამინისტროს საჭიროებებიდან გამომდინარე ღონისძიებების, კონკურსების, ფესტივალების, კონცერტების, გამოფენების, კონფერენციების, სიმპოზიუმების ჩატარებისათვის ხელშეწყობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიულ პირების საქმიანობის ზედამხედველობა;
ე) კანონმდებლობით და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
სამსახურის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეე