2. სამსახურის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია მინისტრისა და სამსახურის უფროსის წინაშე.

3. სამსახურის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს სამსახურის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) ზედამხედველობს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას,  ახორციელებს  მათ  მიერ  სამინისტროს  შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

დ) იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და  მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) უზრუნველყოფს კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების დაგეგმვას და ორგანიზებას;

თ) კოორდინირებას უწევს გეგმით გათვალისწინებულ პროექტებზე მუშაობას;

ი) ხელს უწყობს პროფესიული ხელოვნების დარგების განვითარებას, პროფესიონალ შემოქმედთა, ინდივიდუალურ შემსრულებელთა და  შემოქმედებითი კოლექტივების მუშაობას და მათი მიღწევების პოპულარიზაციას;

კ) ხელს უწყობს ლიტერატურულ და საგამომცემლო საქმიანობას;

ლ) უზრუნველყოფს მინისტრისა და სამსახურის უფროსის მითითებებისა და დავალებების შესრულება