ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს სამსახურის  მუშაობას;

დ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

ე) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამსახურის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;

ვ) ხელს აწერს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზით ადასტურებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას;

ზ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სამსახურის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ ფინანსური სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად;

ი) შუამდგომლობს სამსახურის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

კ) კომპეტენციის ფარგლებში იძლევა დასკვნებს სამსახურის სახელით;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში ახორცილებს აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ექსპონატების არსებული მდგომარეობის შესწავლას და მათი დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

მ) უზრუნველყოფს კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, კონფერენციების ორგანიზებასა და სამეცნიერო ნაშრომების გამოცემას;

ნ) თანამშრომლობს აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების/ ექსპონატების დაცვა-შენარჩუნების მიზნით შესაბამის სამთავრობო და წამყვან სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ო) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და  სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის ცალკეულ დავალებებს.

2. სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის  შემთხვევებში,  მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის  უფროსის მოადგილ