ა) აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ექსპონატების არსებული მდგომარეობის შესწავლა და მათი დაცვის მიზნით კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ბ) აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის მატერიალური თუ არამატერიალური ძეგლების, საქართველოს და უცხო ქვეყნების მუზეუმებში თუ კერძო კოლექციებში დაცულ ექსპონატებზე მასალების მოპოვება და საინფორმაციო ბაზის შექმნა;
გ) ოკუპირებულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ობიექტებზე ჩასატარებელი კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის მეთოდოლოგიურ - პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა და შესაძლებლობის ფარგლებში პრაქტიკული სამუშაოების ხელშეწყობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, აფხაზეთში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ობიექტებისა და ექსპონატების დაცვა-შენარჩუნების მიზნით შესაბამის წამყვან სამთავრობო, სამეცნიერო, საგანმანათლებლო ცენტრებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ე) აფხაზეთის კულტურული ფასეულობების პოპულარიზაციის მიზნით დოკუმენტური ფილმებისა და ვებგვერდის მომზადება, კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, კონფერენციების ორგანიზება და სამეცნიერო/შემეცნებითი ნაშრომების გამოცემა;
ვ) უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროში მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებში მონაწილეობა;
ზ) სამოქალაქო ინტეგრაციაზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავება, განხორციელება და საამისოდ საერთაშორისო დონორების მოზიდვა;
თ) სამსახურის მიერ განსახორციელებელი პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა და შედეგების კვლევა;
ი) მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულება.
2. სამსახური ამოცანების შესრულების მიზნით უზრუნველყოფს:
ა) კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებათა განხორციელებას, მისი შესწავლისა და მოვლა-პატრონობის მეთოდოლოგიის შემუშავებას;
ბ) კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროში სამეცნიერო და შემეცნებითი ნაშრომების გამოცემას, თემატური ღონისძიებების ორგანიზებას და დოკუმენტური ფილმებისა და ვებგვერდის მომზადებას;
გ) შესაძლებლობის ფარგლებში აფხაზეთში არსებული მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის, შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებათა განხორციელებასა და მათ ხელშეწყობას. ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღრიცხვას, კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას;
დ) შესაძლებლობის ფარგლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის მეთოდოლოგიურ-პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობას და პრაქტიკული სამუშაოების ხელშეწყობას;
ე) სამინისტროში მიმდინარე საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას;
ვ) თავისი მმართველობის სფეროებთან დაკავშირებულ საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას და ამ სფეროების განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცებას;
ზ) აფხაზეთში არსებული ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციების წარმოჩენას, პოპულარიზაციას და დაცვას;
თ) მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების შესრულებას.
სამსახურის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეე