2. სამსახურის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია მინისტრისა და სამსახურის უფროსის წინაშე.

3. სამსახურის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს სამსახურის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) ზედამხედველობს  სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას,  ახორციელებს  მათ  მიერ  სამინისტროს  შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

გ)  იღებს გადაწყვეტილებებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან/და ანაწილებს მათ სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

დ) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ე) ახორციელებს საქართველოს და უცხო ქვეყნების მუზეუმებში და კერძო კოლექციებში დაცულ ექსპონატებზე  მასალების მოპოვებას;

ვ) შესაძლებლობის ფარგლებში მონაწილეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ობიექტებზე ჩასატარებელი კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის მეთოდოლოგიურ - პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებაში;

ზ) წარმართავს მოლაპარაკებებს არასაბიუჯეტო ორგანიზაციებთან კულტურულ-საგანმანათლებლო  ღონისძიებების განხორციელების თაობაზე;

თ) უზრუნველყოფს სხვადასხვა უწყებების არქივში დაცული აფხაზეთის კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული მასალის მოძიებას და სისტემატიზაციას;

ი)  ასრულებს  მინისტრისა და სამსახურის უფროსის მითითებებსა და დავალებებ