„ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
300280020.16.009.016202
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება № 1

2017 წლის 9 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისია ადგენს:

 


მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2014 წლის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ (ვებგვერდი, 22.04.2014, სარეგისტრაციო კოდი: 300280020.16.009.016085) 62-ე მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ელექტროსადგურის გენერატორების მიერ გამომუშავებული, აგრეთვე საკუთარი და სამეურნეო საჭიროებისათვის დახარჯული ელექტროენერგია უნდა აღირიცხებოდეს ცალ-ცალკე, საანგარიშსწორებო, არანაკლებ 0.5 სიზუსტის კლასით. ამ მიზნით აღრიცხვა უნდა მოეწყოს:

ა) გენერატორზე;

ბ) საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებზე;

გ) აგზნების მოწყობილობებზე, თუ ისინი არ იკვებებიან საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორებით;

დ) ხაზებზე ან ტრანსფორმატორებზე, რომლებითაც ხდება ელექტროენერგიის მიღება სამეურნეო საჭიროებისათვის.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ელექტროსადგურებში, სადაც ტექნოლოგიურად გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აღრიცხვის კვანძების ცალ-ცალკე მოწყობა, დასაშვებია ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძის მოწყობა იმ წერტილში, რომელიც განკუთვნილია  გენერაციის რეჟიმში კონკრეტული გენერატორის (აგრეგატის/გარდამქმნელის) მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობასა და მხოლოდ ამ კონკრეტული გენერატორის (აგრეგატის/გარდამქმნელის) საკუთარი მოხმარების ხარჯს შორის სხვაობის, ხოლო აღნიშნული გენერატორის გაჩერების პერიოდში მხოლოდ ამ აგრეგატის/გარდამქმნელის საკუთარი მოხმარების ხარჯის აღრიცხვისათვის.“;

გ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. დენის ტრანსფორმატორის ნომინალური მეორადი დენი უნდა იყოს 1 ან 5 ამპერი, დენური წრედი უნდა იყოს განმხოლოებული და მიერთებული მხოლოდ მრიცხველზე, ამასთან ამ წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში, დასაშვებია დენის ტრანსფორმატორის მეორადი დენური წრედი მიერთებული იყოს წინამდებარე წესებით განსაზღვრულ სხვა მოწყობილობებთან/საშუალებებთან, აღრიცხვის სიზუსტის მიმართ ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების უზრუნველყოფის პირობით. დენური კაბელის ეკრანი უნდა იყოს ყრუდ დამიწებული ერთ ადგილზე.“;

დ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. მოცემული სიზუსტის კლასში მუშაობისათვის დენის ტრანსფორმატორის მეორადი წრედის დატვირთვა ვოლტამპერებში (ან ომებში) არ უნდა იყოს ნომინალური მნიშვნელობის 25%-ზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ნომინალური მნიშვნელობის 100%-ს, რომელიც მოყვანილია მის ფირნიშზე. დენის ტრანსფორმატორის მეორადი წრედის  ნომინალური მნიშვნელობის არანაკლებ 25%-ით დატვირთვის მიზნით, დასაშვებია დენის ტრანსფორმატორის აღრიცხვის წრედში ჩართულ იქნეს შესატყვისი სპეციალური დანიშნულების მოწყობილობები/საშუალებები, აღრიცხვის სიზუსტის მიმართ ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების უზრუნველყოფის პირობით.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.01.2017.
როდის იქნა მიღებული „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 09.01.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 300280020.16.009.016202.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.01.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №1, 09.01.2017, სარეგისტრაციო კოდი 300280020.16.009.016202 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.01.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3540405/