სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.01.2017
გამომცემი ორგანო სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.120.016221
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/01/2017
matsne.gov.ge 538 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 27.02.2017 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 12.12.2014 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 30.05.2025 ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 07.05.2018 ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 28.12.2023

დოკუმენტის ტექსტი

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2017 წლის 9 იანვარი ქ. სამტრედია სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ - ქვეპუნქტის,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე  მუხლის და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-6 ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის  მოსაკრებლის განაკვეთი, შემდეგი ოდენობით:  ა) ქალაქის ტერიტორიაზე: ა.ა) საცხოვრებელ სახლის მშენებლობაზე 1 კვ. მეტრზე 0.5 ლარი; ა.ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებზე 1 კვ. მეტრზე 0.4 ლარი; ა.გ) სხვა ნაგებობებზე (მათ შორის, კომერციული საქმიანობის ნაგებობებზე და ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობაზე) 1 კვ. მეტრზე 1 (ერთი) ლარი. ბ) დაბისა და სოფლების ტერიტორიაზე: ბ.ა) საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე 1 კვ. მეტრზე 0.3 ლარი; ბ.ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებზე 1 კვ. მეტრზე 0.4 ლარი; ბ.გ) სხვა ნაგებობებზე (მათ შორის, კომერციული საქმიანობის ნაგებობებზე და ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობაზე) 1 კვ. მეტრზე 1 (ერთი) ლარი. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის  გადახდის თანდართული ინსტრუქცია (დანართი №1). მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის ნებართვისა და სატენდერო მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 22 ივნისის №59 დადგენილება. (საიდენტიფიკაციო კოდი №21002001035120004625); ბ) „სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის, ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის ნებართვისა და სატენდერო მოსაკრებლების გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 22 ივნისის №60 დადგენილება (საიდენტიფიკაციო კოდი №21002001035120004626). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია დანართი №1 სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია მუხლი 1🔗 მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლით (შემდგომში – მოსაკრებელი) დაბეგვრის ობიექტია ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით  გათვალისწინებული განაშენიანების ფართობი. მუხლი 2🔗 მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მაძიებელი პირი, რომელსაც სურვილი აქვს განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები. მუხლი 3🔗 მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა. მუხლი 4🔗 მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს: ა) ქალაქის ტერიტორიაზე: ა.ა) საცხოვრებელ სახლის მშენებლობაზე 1 კვ. მეტრზე 0.5 ლარი; ა.ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებზე 1 კვ. მეტრზე 0.4 ლარი; ა.გ) სხვა ნაგებობებზე (მათ შორის, კომერციული საქმიანობის ნაგებობებზე და ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობაზე) 1 კვ. მეტრზე 1 (ერთი) ლარი. ბ) დაბისა და სოფლების ტერიტორიაზე: ბ.ა) საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე 1 კვ. მეტრზე 0.3 ლარი; ბ.ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებზე 1 კვ. მეტრზე 0.4 ლარი; ბ.გ) სხვა ნაგებობებზე (მათ შორის, კომერციული საქმიანობის ნაგებობებზე და ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობაზე) 1 კვ. მეტრზე 1 (ერთი) ლარი. მუხლი 5🔗 მოსაკრებელი გამოიანგარიშება ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართობის  (კვადრატული მეტრობით)  გადამრავლებით  მოსაკრებლის  განაკვეთზე. მუხლი 6🔗 მოსაკრებელი გადახდილი უნდა იქნეს ნებართვის მაძიებლის მიერ, შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სამსახურში წარდგენამდე. მუხლი 7🔗 მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ბანკის მეშვეობით და იგი მთლიანად ჩაირიცხება სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, შესაბამის სახაზინო კოდზე შეტანით. მუხლი 8🔗 მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, სამშენებლო ზედამხედველობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახურს.