ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17-50 |
|
2014 წლის 12 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქცია
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა არის განსაზღვრული ფორმის მქონე, ერთჯერადი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლით (შემდგომში – მოსაკრებელი) დაბეგვრის ობიექტია ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობი.
3. მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მაძიებელი პირი, რომელსაც სურვილი აქვს განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები.
4. მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
5. მოსაკრებელი შეადგენს ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტების მშენებლობისათვის 5 (ხუთი) ლარს.
6. მოსაკრებელი გამოიანგარიშება ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართობის (კვადრატული მეტრობით) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.
7. მოსაკრებელი გადახდილი უნდა იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სამსახურში ნებართვის მაძიებლის (მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირის) მიერ შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წარდგენამდე.
8. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ბანკის მეშვეობით და იგი მთლიანად ჩაირიცხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე.
9. მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სამსახურს.
10. მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება საკულტო და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობების მშენებლობა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე–16 მუხლის მეორე პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68–ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე–2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის, შესაბამისად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთები და მისი გადახდის ინსტრუქცია დანართის შესაბამისად.2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთები და მისი გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 28 თებერვლის N2-21 გადაწყვეტილება.3.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
დანართიქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქცია
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა არის განსაზღვრული ფორმის მქონე, ერთჯერადი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლით (შემდგომში – მოსაკრებელი) დაბეგვრის ობიექტია ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობი. 3. მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მაძიებელი პირი, რომელსაც სურვილი აქვს განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები. 4. მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა. 5. მოსაკრებელი შეადგენს ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტების მშენებლობისათვის 5 (ხუთი) ლარს. 6. მოსაკრებელი გამოიანგარიშება ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართობის (კვადრატული მეტრობით) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე. 7. მოსაკრებელი გადახდილი უნდა იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სამსახურში ნებართვის მაძიებლის (მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირის) მიერ შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წარდგენამდე. 8. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ბანკის მეშვეობით და იგი მთლიანად ჩაირიცხება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე. 9. მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სამსახურს. 10. მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება საკულტო და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობების მშენებლობა.