ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №42 |
|
2018 წლის 5 ნოემბერი ქ. ბოლნისი |
|
2. ამ ინსტრუქციის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლით (შემდგომში – მოსაკრებელი) დაბეგვრის ობიექტია ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი.
3. მოსაკრებლის გადამხდელია მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მაძიებელი პირი, რომელსაც სურვილი აქვს განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები.
4. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
5. მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს ახალასაშენებელი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისათვის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 50 (ორმოცდაათი) თეთრს.
6. მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს ახალასაშენებელი ობიექტის (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა) პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1(ერთი) ლარს.
7. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის შეადგენს 1 ლარს.
8. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს II კლასის ობიექტებისთვის − 50 ლარს, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარს, IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარს.
9. ამ ინსტრუქციის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსაკრებელი გამოიანგარიშება ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის (კვადრატული მეტრობით) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.
10. მოსაკრებელი გადახდილი უნდა იქნეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში ნებართვის მაძიებლის (მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირის) მიერ შესაბამისი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წარდგენამდე.
11. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ბანკის მეშვეობით და იგი მთლიანად ჩაირიცხება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წინასწარგანსაზღვრულ ანგარიშზე.
12. მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სამსახურს.
13. მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება საკულტო და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობების მშენებლობა.