„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-3/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016419
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-3/ნ

2017 წლის 11 იანვარი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 06/08/2013;470230000.22.035.016216) დამტკიცებული №1 დანართის (სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესი) მე-3 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. „დაწესებულების  ტიპის“ ბლოკში მრავალპროფილური სტაციონარული დაწესებულების (05) ან მონოპროფილური (სპეციალიზებული) სტაციონარული დაწესებულების (06) მითითებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას შემდეგი მოთხოვნები:

ა) მონოპროფილური (სპეციალიზებული) სტაციონარული დაწესებულება (06) - სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აწარმოებს მხოლოდ ერთ ჯგუფში  შემავალი დაავადებების/მდგომარეობების (მაგ.: გულსისხლძარღვთა, ფსიქიატრიული, ნარკოლოგიური, ენდოკრინული და სხვა) მართვას, ამ ჯგუფისათვის შესაბამისი სრული ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსების უზრუნველყოფით, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, ნევროლოგიური და კარდიოლოგიური ბაზისური სერვისების შემთხვევაში (რომელიც განსაზღვრულია „სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016  წლის 4 მარტის №01-9/ნ ბრძანებით ), მონოპროფილურად ჩაითვლება სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აწარმოებს მხოლოდ I, მხოლოდ II, მხოლოდ III ან ერთდროულად  I და II დონის სერვისებს. თუ აღნიშნული სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულება I ან/და  II დონის სერვისებთან ერთად, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, აწარმოებს III დონის სერვისს, ის არ ჩაითვლება მონოპროფილურ სამედიცინო დაწესებულებად;

ბ) მრავალპროფილური სტაციონარული დაწესებულება (05) - სტაციონარული დაწესებულება, რომელიც აწარმოებს ორ ან მეტ  ჯგუფში  შემავალი დაავადებების/მდგომარეობების (მაგ.: გულსისხლძარღვთა, ფსიქიატრიული, ნარკოლოგიური, ენდოკრინული და სხვა) მართვას, თითოეული ჯგუფისათვის შესაბამისი სრული ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსების უზრუნველყოფით, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;

გ) პროფილის განსაზღვრის შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება სტაციონარული დაწესებულების ნებართვას/სანებართვო დანართს დაქვემდებარებული დამხმარე სერვისები (მ.შ კლინიკო-დიაგნოსტიკური სერვისი, რეანიმაცია, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (Emergency)).“.

მუხლი 2
სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის (www.moh.gov.ge) ელექტრონული ჯანდაცვის საინფორმაციო პორტალზე, პასპორტიზაციის მოდულში განთავსებული „დაწესებულების საპასპორტო მონაცემების“ (დანართი 1.1) შესაბამისობაში მოყვანა, ბრძანების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.01.2017.
როდის იქნა მიღებული „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 11.01.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01-3/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.22.035.016419.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.01.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №01-3/ნ, 11.01.2017, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016419 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.01.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3540575/