„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-22/ნ |
|
2017 წლის 8 მაისი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 აგვისტოს №01-33/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 06/08/2013; 470230000.22.035.016216) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთათვის პასპორტიზაციის წესის (დანართი №1): |
1.
პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი პასპორტიზაციის პროცესის დასაწყებად რეგისტრაციისთვის, განცხადებით მიმართავს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს (შემდგომში – ცენტრი).“. |
2.
მე-2 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, არანაკლებ 3 დღით ადრე შეატყობინოს ცენტრს რემონტის, რეკონსტრუქციის ან სხვა ტექნიკური მიზეზით სერვისის მიწოდების სრულად ან ნაწილობრივ შეზღუდვასთან, მათ შორის რეანიმაციული საწოლების რაოდენობის შეზღუდვასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია, ასევე უნდა აისახოს ელექტრონული ჯანდაცვის საინფორმაციო პორტალზე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივნისიდან.
|
|