„2009 წლის 2 ივნისის „საქართველოს და ევროპის რეკონტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (რუსთავის მყარი ნარჩენების პროექტი)” №1 ცვლილების შეთანხმების“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად ი. მატკავას, გ. კაკაურიძისა და ლ. ხუციშვილის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2678
2016 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„2009 წლის 2 ივნისის „საქართველოს და ევროპის რეკონტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (რუსთავის მყარი ნარჩენების პროექტი)” №1 ცვლილების შეთანხმების“ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენისა და მომხსენებლებად ი. მატკავას, გ. კაკაურიძისა და ლ. ხუციშვილის დანიშვნის შესახებ
1. საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის 11 პუნქტისა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინოს „2009 წლის 2 ივნისის „საქართველოს და ევროპის რეკონტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (რუსთავის მყარი ნარჩენების პროექტი)” №1 ცვლილების შეთანხმება“.
2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების ცვლილების შეთანხმებაზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებად დაინიშნონ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილე ირაკლი მატკავა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ლაშა ხუციშვილი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი