„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის N30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.038.016764
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №6

2017 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის №30 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 19/04/2016, 010320040.22.038.016624) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:

 

1. ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის:

ა) 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 34

1. დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ვიზუალური და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განყოფილების ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი ან სრული ზოგადი განათლება;

ბ) სამუშაო გამოცდილება (სასურველია);

გ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ე) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა.

2. დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ვიზუალური და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განყოფილების ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);

ბ) პატიმრობის კოდექსი;

გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი;

დ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;

ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

თ) პენიტენციური დაწესებულებების დებულებები;

ი) „სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2014 წლის 10 აპრილის №55 ბრძანება;

კ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანება;

ლ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 სექტემბრის №125 ბრძანება.“;

 

ბ) 46- მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;“;

 

გ) 47- მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;“;

 

დ) 48- მუხლის:

დ.ა) პირველი პუნქტისქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ.ბ) მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;“;

 

ე) 49-ე მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;“;

 

ვ) 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;“;

 

ზ) 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;“;

 

თ) 52-ე მუხლის:

თ.ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ.ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;“;

 

ი) 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;“;

 

კ) 54-ე მუხლის:

კ.ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ფიზიკური ნორმატივები (ბრძანების დანართი №2) (მხოლოდ №1 სამმართველოს ინსპექტორისათვის).“;

კ.ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;“;

 

ლ) 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;“;

 

მ) 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“;“;

 

2. ბრძანების მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის ფიზიკური მომზადების ნორმატივები და შეფასების ფორმა №2 დანართის სახით.“;

ბ) პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი